ქართველი დიეტოლოგი ვანო კულულაშვილი ამბობს, რომ ხურმის მეშვეობით თვეში 3-5 კილოგრამს დაკლებაა შესაძლებელი. რუსული ვებგვერდის ინფორმაციით, 64 მოხალისეზე ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ხურმა ისევე ეფექტურად წვავს ცხიმს, როგორც დატვირთული სპორტული ვარჯიში. ასევე, კვლევის დასრულების შემდეგ ცდის მონაწილეებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონიათ.
"ხურმის გამოყენება, რა თქმა უნდა, ყველაზე ეფექტური და სწრაფი მეთოდია ზედმეტ წონასთან საბრძოლველად. ხურმა შეიცავს, პრაქტიკულად, ყველა ვიტამინსა და მიკროელემენტს, რაც აუცილებელია ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობისთვის. საკმარისია, დღეში მხოლოდ ერთხელ, სადილის მაგივრად ერთი ხურმის მიღება, რომ თვეში 3-5 კილოგრამით მსუბუქი გახდებით", - აცხადებს ვანო კულულაშვილი.
ყოველდღიურ რაციონში დიდი რაოდენობით წყლის და ბალახის ჩაის ჩართვა კი კი დიეტას უფრო ეფექტურს გახდის.
(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)