საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხელფასს სახელმწიფო აღარ გადაიხდის. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, თემურ ქეცბაიას ანაზღაურებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თავად გადაიხდის. ის თანხა, რომელიც სახელმწიფოსგან ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ხმარდებოდა, საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე კლუბებისთვის გამოიყოფა.
როგორც სფფ-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ლაშა დვალიშვილი აცხადებს, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება სპორტის სამინისტროს დამოკიდებულების გამო მიიღო.
"ყველაზე დიდი უკმაყოფილება მინისტრის და სამინისტროსი,იყო სწორედ ქეცბაიას ხელფასი. აქედან გამომდინარე, ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თემურ ქეცბაიას ხელფასს თავად ფედერაცია გადაიხდის და არ გადაიხდება იმ შვიდი მილიონიდან, რომელსაც გამოჰყოფს სახელწმიფ", - აცხადებს ლაშა დვალიშვილი.
თემურ ქეცბაია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე იმუშავებს.