მსოფლიო
სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე მიიწვიეს
ავტორი: ლილუ მიროტაძე
04 თებერვალი, 2014. 11:20
სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი, ლეონიდ თიბილოვი სოჭის ოლიმპიადის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე მიიწვიეს. ოსური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თიბილოვის პრესმდივანმა, განა იანოვსკაიამ განაცხადა.
„პრეზიდენტი პირადად მიიღებს მონაწილეობას ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, როგორიცაა ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნა", - განაცხადა განა იანოვსკაიამ.
მისივე თქმით, ლეონიდ თიბილოვი ასევე მიწვეულია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სახელით დაგეგმილ ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც გაიმართება ოლიმპიადის გახსნისთვის მიწვეული 40-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურებისა და ლიდერებისთვის.
შეგახსენებთ, სოჭის ოლიმპიადა 7 თებერვალს იხსნება.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40