reportiori.ge - „პლაჟზე ქალებს ტრუსს იმიტომ ვხდიდი, რომ სხეულებს თავისუფლად ესუნთქათ“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:41
სხვადასხვა
„პლაჟზე ქალებს ტრუსს იმიტომ ვხდიდი, რომ სხეულებს თავისუფლად ესუნთქათ“
ავტორი:
04 თებერვალი, 2014. 11:33

ერთი-ერთი ადვოკატი სოციალურ ქსელში იმის დასამტკიცებლად, რომ ამა თუ იმ დანაშაულში ეჭვმიტანილები თავის გასამართლებლად სხვადასხვა, ზოგჯერ სრულიად აბსურდულ ვერსიებს იგონებენ, მოწმეთა ჩვენებების ფრაგმენტებს აქვეყნებს.


ადვოკატი არ უთითებს ჩვენების ავტორთა ვინაობას, ეროვნებას და წერს, რომ ეს ფრაგმენტები მხოლოდ ნაწილია იმ კურიოზული ვერსიებისა, რომლებიც მას შეხვედრია.


 1."ჩემი ცოლი გარეთ შიშველი კი არ გამიგდია, უბრალოდ მინდოდა, მოვხვეოდი და მეკოცნა. მან კი ეს ვერ გაიგო და ყვირილი ატეხა. ნაჯახით კი კოღოებს დავდევდი. ჩვენ ძალიან კარგი ოჯახი გვაქვს".

 

2."პოლიციას კი არ გავექეცი, არამედ სწრაფი ნაბიჯით გავასწარი".

 

3."ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში არ ვმართავდი. ის თავისთვის მიდიოდა. ამიტომ ჩემი დასჯა მართებული არ არის".

 

4."არ ვიგინებოდი, სულელი ხომ არა ვარ, რომ კონსერვატორიის შენობაში შევიგინო? გთხოვთ ჩემს მიერ დასახელებული მიზეზი სერიოზულად მიიღოთ".

 

5."ჩვენ მივედით მოქალაქესთან და ვთხოვეთ ასანთი მოეცა. მან გვიპასუხა, რომ 3 წელი კარატეზე დადიოდა. ჩვენ შეგვეშინდა და ტირილი დავიწყეთ. ცრემლის მოწმენდის დროს შემთხვევით მის თვალზე მომიხვდა ხელი და მიტო გაუსივდა თვალი, მოქალაქემ კი ფული თავად მომცა, რომ ცრემლი შემეშრო".

 

6."გვიან ღამით ჩემი სახლიდან მუსიკის ხმა კი არ ისმოდა, არამედ სასიამოვნოდ იღვრებოდა".

 

7."სამსახურში ნასვამი იმიტომ გამოვცხადდი, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დამაჯარიმებდნენ".

 

8."გუშინ სამსახურში სულის საზეიმო მდგომარეობის გამო არ გამოვცხადდი. დილით სიდედრი გავაცილე, რომ გამგზავრება არ გადაეფიქრებინა".

 

9."პლაჟზე ქალებს საცურაო ტრუსს იმიტომ ვხდიდი, რომ მათ სხეულებს თავისუფლად ესუნთქათ".


10."მეზობლის ქათამი ტალახიანი იყო და გადავწყვიტე მებანავებინა. საამისოდ ქვაბით წყალი შევათბე და შიგ ქათამი ჩავსვი, მაგრამ საქმეს შევყევი და ქათამი ქვაბში ჩამრჩა. მოვითხოვ, რომ მეზობელმა თვითონ აბანაოს ქათმები!"

 

11."მოხუც მეზობელს ცარიელი ბოთლი მცირე ძალით ჩავარტყი და ძალიან გამიკვირდა, რომ ტვინის შერყევა მიიღო, რადგან არ მეგონა მას საერთოდ ტვინი თუ ქონდა".

 

12."დაშავებულს, რომ მივუახლოვდი ფეხი ქვას წამოვკარი და თავის დაჭერის მიზნით მის ჩანთას მოვკიდე ხელი, ინერციით 150 მეტრი გავირბინე, რამაც გააჩინა ქურდობის მცდელობის ილუზია".

 





(მოამზადა თეო ტაბატაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016