reportiori.ge - რუსეთში სსრკ-ს კრიტიკა დასჯადი ხდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 01:02
მსოფლიო
რუსეთში სსრკ-ს კრიტიკა დასჯადი ხდება
04 თებერვალი, 2014. 11:43

რუსეთის სახელმწიფო დუმაში განსახილველად შევიდა კანონის პროექტი, რომლის პირველი რედაქცია 2009 წელს მიიღეს. კანონპროექტი სასჯელს ითვალისწინებს ისტორიული მოვლენების უგულვებელყოფისა და ინტერპრეტაციისთვის.



კანონპროექტის ავტორები ამჯერადაც ედინაია როსიას" დეპუტატები არიან. ვერსიაში, რომელიც ჟურნალისტებს გადაეცა, გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ ფაქტების საჯაროდ უარყოფისა და დანაშაულებრივი ქმედებების გამართლებისთვის, რომელიც ნიურნბერგის პროცესის მიერაა დადგენილი, ამავე დროს გარკვევითაა ჩაწერილი, რომ ცრუ ბრალდებები მეორე მსოფლიო ომის დროს სსრ კავშირის მიერ ჩადენილ დანაშაულთა შესახებ ასევე დასჯადია.



აღსანიშნავია, რომ არცერთ ადრინდელ რედაქციაში არ იყო ნახსენები სსრ კავშირი და საუბარი იყო ანტიჰიტლერული კოალიციის შესახებ.



კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ათასი რუბლის ოდენობით, ან 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის ან მასმედიის გამოყენებით 100 ათასიდან 500 ათას რუბლამდე ჯარიმას, ან ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016