ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის თბილისის ოფისის დირექტორის, ლუის ნავაროს განცხადებით პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე-დავით უსუფაშვილი და კოალიცია „ქართული ოცნება“ ამ დროისთვის საქართველოში ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ ერთეულებად რჩებიან.
ოპოზიციის წარმოამდგენლებს შორის კი ყველაზე მოწონებადი დავით ბაქრაძეა. რაც შეეხება პარტიების მაჩვენებელს, კითხვაზე, რომელი პარტია დგას ყველაზე ახლოს თქვენ შეხედულებებთან, „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხუთი ერთთან შეფარდებით უსწრებს.
„საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ საზოგადოების მხარადჭერის მხრივ, ჩვენ არ ვიცით მოსახლეობის თითქმის ნახევარი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ამჟამინდელი სურათით გიორგი მარგველაშვილი, ნაციონალური მოძრაობის დასახელებულ კანდიდტს, სამი ერთთან შეფარდებით უსწრებს. მას მოყვება ნინო ბურჯანაძე 5 %-ით, გიორგი თარგამაძე 4%, სალომე ზურაბიშვილი და შალვა ნათელაშვილი კი სამ-სამ პროცენტს ინაწილებენ.“ – აცხადებს ლუის ნავარო.
NDI-ს თბილისის ოფისის დირექტორის განმარტებით, საზოგადოების მხრიდან პოლიტიკური პარტიების ინდივიდუალურ ლიდერებს უფრო დიდი მხარდაჭერა აქვთ, ვიდრე პარტიებს, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ.
შეგახსენებთ რომ კვლევა წელს, 16 ივნისს დაიწყო და 26 ივნისს დასრულდა. გამოკითხულია 2 300-ზე მეტი რესპონდენტი. განმეორებითი კვლევების ჩატარება საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდშიც იგეგმება.