კულტურა
საქართველოს სახელით „ევროვიზიაზე“ ჯგუფი The Shin და მარიკო ებრალიძე წარსდგებიან
ავტორი: თამარ ნადარეიშვილი
04 თებერვალი, 2014. 16:31
საქართველოს „ევროვიზიის" კონკურსზე ჯგუფი The Shin და მარიკო ებრალიძე წარადგენენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ამ გადაწყვეტილების შესახებ ევროვიზიის კონკურსის შარშანდელმა მონაწილეებმა ნოდიკო ტატიშვილმა და სოფო გელოვანმა განაცხადეს.
ჯგუფი The Shin და მარიკო ებრალიძე ევროვიზიის რიგირთ 59-ე კონკურსზე მეორე ნახევარფინალურ საღამოზე იმღერებენ.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წელს უფლება გამოიყენა და მომღერლები შიდაშესარჩევი კონკურსის გარეშე დაასახელა.
2014 წელს „ევროვიზიის" კონკურსს კოპენჰაგენი უმასპინძლებს. კონკურსის ნახევარფინალები 6 და 8, ხოლო ფინალი 10 მაისს გაიმართება. კონკურსში 37 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.
თუ რა სიმღერით წარდგებიან ქართველი კონკურსანტები კონცერზე, ამ ეტაპზე უცნობია.
13 თებერვალი, 2016. 13:40
12 თებერვალი, 2016. 00:11
09 თებერვალი, 2016. 00:52
08 თებერვალი, 2016. 17:08
08 თებერვალი, 2016. 16:03
08 თებერვალი, 2016. 12:02
04 თებერვალი, 2016. 12:00
04 თებერვალი, 2016. 11:23
03 თებერვალი, 2016. 12:30
03 თებერვალი, 2016. 04:27
31 იანვარი, 2016. 01:21
29 იანვარი, 2016. 21:29
29 იანვარი, 2016. 02:50