reportiori.ge - დასავლეთ საქართველოში მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის გაცნობა გრძელდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:22
რეგიონები
დასავლეთ საქართველოში მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის გაცნობა გრძელდება
04 თებერვალი, 2014. 17:02

სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, მუნიციპალიტეტის გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა და „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების  ხელშეწყობის პროექტი" პირადად გააცნო.



სახელმწიფოს მხრიდან საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობა  და ყველაზე  მნიშვნელოვან სამუშაოებში - ხვნის პროცესში მოსახლეობის დახმარება, მიზნად ისახავს მოსახლეობის სოფლისკენ მობრუნებას და მათ ხელშეწყობას. მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარების და ბენეფიციართა სიებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით  დაახლოებით 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. წელს პროექტის ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 1.25  ჰა-ის  ჩათვლით   სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები", - განაცხადა შალვა ფიფიამ.



სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების  ხელშეწყობის პროექტის"  ფარგლებში,   წელს დახმარებას 97,579  ფერმერი მიიღებს.



სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოს ყველა რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს დეტალურად აცნობენ მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტს",  რათა პროექტის შესახებ ინფორმაცია მათ მიერ სწორად იქნას მიწოდებული მოსახლეობისთვის.



ზუგდიდში გამართულ შეხვედრას შალვა ფიფიასთან ერთად, ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე არჩილ ბუკია, საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ვაჟა კირტავა, სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებისა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები. შეხვედრაზე მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების  ხელშეწყობის პროექტის" გარდა, განიხილეს გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების საკითხები, ასევე დასავლეთ საქართველოში მიმდინარე სადრენაჟე  სამუშაოების საკითხები.




დასავლეთ საქართველოში მიმდინარე საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში  ბარათების დარიგების პროცესი უკვე დაიწყეს. პროექტის ბენეფიციართა კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ბარათები  მუნიციპალიტეტების გამგებლებს უკვე გადაეცათ  დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის, საგარეჯოს, თელავის, მარნეულის, გარდაბანის და დმანისის მუნიციპალიტეტებში.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016