reportiori.ge - კახა კალაძე: ბათუმის მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავდა მერის მიმართ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:22
რეგიონები
კახა კალაძე: ბათუმის მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავდა მერის მიმართ
04 თებერვალი, 2014. 17:39

ბათუმის მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავდა მერის მიმართ", - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არ იცის რა უდევს საფუძვლად ბათუმის მერის გადადგომას, თუმცა, როდესაც დიდთოვლობა იყო აჭარაში, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მერის მიმართ ძალიან დიდი უკმაყოფილება იყო.


კახა კალაძე ვარაუდობს, რომ სწორედ მოსახლეობის უკმაყოფილებამ გამოიწვია მერის გადადგომა.

 

რაც შეეხება ახალ მერს, როგორც კი თვითმმართველობის არჩევნები იქნება და მოხდება მერის არჩევა, ის ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა აირჩიოს და ვერ მოხდება პიროვნებების მითითებებით დანიშვნა. რაც შეეხება მერის გადაწყვეტილებას, არ ვიცი, რა უდევს საფუძვლად მის გადადგომას. თუმცა, როდესაც ჩვენ გარკვეული პრობლემები გვქონდა ელექტროენერგიის კუთხით, დიდთოვლობა იყო აჭარაში, მაშინ, ფაქტიურად, მთელი აჭარა გათიშული იყო რამდენიმე დღით და გრაფიკით მიეწოდებოდა ელექტროენერგია, ძალიან დიდი უკმაყოფილება იყო ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. რჩებოდა შთაბეჭდილება, თითქოს მართლა 80-90-იან წლებში იყო დაბრუნებული ბათუმი, რადგან დიდთოვლობის გამო არ იყო ქუჩები გაწმენდილი და იყო პრობლემები გადაადგილების კუთხით. მოსახლეობა უკმაყოფილებას და გაღიზიანებას გამოხატავდა მერის მიმართ და ალბათ ამ ყველაფერმა გამოიწვია მერის გადადგომა", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016