„ბათუმის მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავდა მერის მიმართ", - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არ იცის რა უდევს საფუძვლად ბათუმის მერის გადადგომას, თუმცა, როდესაც დიდთოვლობა იყო აჭარაში, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მერის მიმართ ძალიან დიდი უკმაყოფილება იყო.
კახა კალაძე ვარაუდობს, რომ სწორედ მოსახლეობის უკმაყოფილებამ გამოიწვია მერის გადადგომა.
„რაც შეეხება ახალ მერს, როგორც კი თვითმმართველობის არჩევნები იქნება და მოხდება მერის არჩევა, ის ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა აირჩიოს და ვერ მოხდება პიროვნებების მითითებებით დანიშვნა. რაც შეეხება მერის გადაწყვეტილებას, არ ვიცი, რა უდევს საფუძვლად მის გადადგომას. თუმცა, როდესაც ჩვენ გარკვეული პრობლემები გვქონდა ელექტროენერგიის კუთხით, დიდთოვლობა იყო აჭარაში, მაშინ, ფაქტიურად, მთელი აჭარა გათიშული იყო რამდენიმე დღით და გრაფიკით მიეწოდებოდა ელექტროენერგია, ძალიან დიდი უკმაყოფილება იყო ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. „რჩებოდა შთაბეჭდილება, თითქოს მართლა 80-90-იან წლებში იყო დაბრუნებული ბათუმი, რადგან დიდთოვლობის გამო არ იყო ქუჩები გაწმენდილი და იყო პრობლემები გადაადგილების კუთხით. მოსახლეობა უკმაყოფილებას და გაღიზიანებას გამოხატავდა მერის მიმართ და ალბათ ამ ყველაფერმა გამოიწვია მერის გადადგომა", - განაცხადა კახა კალაძემ.