5 თებერვალს, საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, 17:00 საათზე ახალგაზრდა პოეტის - სოფო ღლონტის პოეზიის საღამო გაიმართება. აღნიშნულ საღამოზე პოეტის პირველი წიგნის „ზამთარგამოვლილი ბაღის" პრეზენტაცია გაიმართება. წიგნში 100-ზე მეტი ლექსია წარმოდგენილი.
30 წლის პროფესიით მსახიობი და პოეტი 400-მდე ლექსის ავტორია. საზოგადოებამ სოფოს პირველი ლექსები ჟურნალი "ცისკარის" მეშვეობით გაიცნო. ახალგაზრდა პოეტების კონკურსში სოფოს შემოქმედებამ ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და მისი ლექსები ამავე კონკურსისადმი მიძღვნილ წიგნში დაიბეჭდა. პოეტი არაერთი საღამოს ავტორია, მათ შორის სამების საკათედრო ტაძრის - ახალგაზრდულ ინტელექტუალურ ცენტრსა და რუსთაველის საზოგადოებაში.
საღამოს თეატრალიზებული სახე ექნება, ლექსებს ცნობილი და დამწყები არტისტები წაიკითხავენ. წიგნის პრეზენტაციას დაესწრებიან მწერალთა კავშირის წევრები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.