reportiori.ge - ქარელისა და ბაღდათის რაიონებში სამი სოციალურად დაუცველი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:29
რეგიონები
ქარელისა და ბაღდათის რაიონებში სამი სოციალურად დაუცველი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა
04 თებერვალი, 2014. 18:19

პრობაციის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ბიუროების ძალისმევით, ქარელისა და ბაღდათის რაიონებში სამი სოციალურად დაუცველი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.


ილია ბ. დაკავებამდე ერთ-ერთ საგზაო კომპანიაში მუშაობდა. გასამართლების შემდეგ, ილია ბ-ს მრავალრიცხოვანი ოჯახი, პრაქტიკულად, შემოსავლის გარეშე დარჩა. შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს რეკომენდაციით, პირობით მსჯავრდებული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმდა. ამჟამად ილია ბ. ავტომაგისტრალის ქარელის მონაკვეთზე მუშაობს და ყოველდღიურად 22 ლარს გამოიმუშავებს.


ქარელის პრობაციის ოფისში განხორციელებულ რისკებისა და საჭიროებების შეფასების შედეგად ასევე გაირკვა, რომ პირობით მსჯავრდებულ გელა ხ. დასაქმებას საჭიროებდა. ამასთან, იგი ხასიათდებოდა, როგორც შრომისმოყვარე ადამიანი. ქარელის პრობაციის ოფიცრის რეკომენდაციით, გელა ხ. აგარის შაქრის ქარხანის სამეურნეო ნაწილში ელექტროშემდუღებლად დასაქმდა და ხელფასს გამომუშავების მიხედვით მიიღებს.


ტარიელ ბ. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 4 თვის წინ გათავისუფლდა. ბაღდათის პრობაციის ოფისში აღიცხვაზე აყვანისას მან განმარტა, რომ შემოსავლის წყარო არ გააჩნდა. იმერეთის პრობაციის ბიუროს რეკომენდაციით, ტარიელ ბ. სამშენებლო კომპანია „ინსის" დირექციამ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე დაასაქმა, სადაც თვეში 600 ლარამდე გამოიმუშავებს.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016