reportiori.ge - „RMG GOLD“-ის მიერ გათავისუფლებული მუშახელი სამსახურში აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:29
რეგიონები
„RMG GOLD“-ის მიერ გათავისუფლებული მუშახელი სამსახურში აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს
ავტორი:
04 თებერვალი, 2014. 18:42

დღეს, .. ,,მადნეულის", კერძოდ კი შ.პ.ს. RMG GOLD"-ის სამსახურიდან გათავისუფლებულმა 200-მდე მუშამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში საპროტესტო აქცია გამართა. 


დღეის მონაცემებით, 2013 წლის ნოემბრის შემდეგ, კომპანია "RMG GOLD"-მა 350-მდე ადგილობრივი მუშახელი გაათავისუფლა.


მუშები კომპანიის ხელმძღვანელობას არაადამიანური სამუშაო პირობების შექმნაში, პირად შეურაცხყოფასა და უკანონო გათავისუფლებაში ადანაშაულებენ. 


აქციის მონაწილე და ,,მადნეულის" უკვე ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ მათი გათავისუფლების მიზეზად კომპანიამ შრომის კოდექსის 37-ე მუხლი მოიყვანა და კომპანიის რეორგანიზაცია დაასახელა. 


სინამდვილეში კი როგორც გათავისუფლებულები ამბობენ, მათ უარი თქვეს ე.წ. „საყდრისის" ტერიტორიაზე სამუშაოების აღდგენის ლიცენზიის მოსაპოვებელ აქციაში მონაწილეობაზე. მათი განცხადებით, ამ ქმედებით კომპანია მომუშავეების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას აპირებდა.

 

,,ჩვენი წინაპრების კვალი წაგვაშლევინეს საყდრისზე, ჩემი ხელით გადამაყრევინეს სამარხებში აღმოჩენილი თავის ქალები, ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით და ვართ საყდრისის გახსნის, წინააღმდეგები ვართ იმ არაადამიანურად მოქცევის, როგორც გვექცეოდნენ და მოვითხოვთ ყველა გათავისუფლებული მუშა დაუბრუნდეს სამსახურს", - განაცხადა აქციის მონაწილემ და ,,მადნეულის" უკვე ყოფილმა თანამშრომელმა ზურაბ ბერიძემ.


აქციის მონაწილეებთან მივიდნენ და საკითხის გარკვევასა და მოგვარებაში დახმარება შესთავაზეს უფლებადამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაცია Green Fist-ის მხარდამჭერთა ჯგუფის თავმჯდომარემ ლაშა ჩხარტიშვილმა და ირაკლი წერეთელმა.


როგორც გათავისუფლებული მომუშავეები ამბობენ, მათ უკვე შექმნეს საგაფიცვო კომიტეტი და  შვიდ პუნქტიანი დოკუმენტიც, რომელსაც კომპანიას წარუდგენენ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი კომბინატის პარალიზებით იმუქრებიან.



"RMG GOLD"-ის ხელმძღვანელობას საგაფიცვო კომიტეტმა 7 პუნქტიანი მოთხოვნის დოკუმენტის გასაცნობად და გადაწყვეტილების მისაღებად დრო 14 თებერვლამდე მისცა.


გათავისუფლებული მუშები კი ფართო მასშტაბიან საპროტესტო აქციას უკვე 9 თებერვალს გამართავენ.




(მოამზადა ქრისტინე ფოფხაძემ)


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016