საქართველოს ახალ მთავრობას ქვეყნის რეკლამისთვის 2013 წლის მეორე ნახევარში არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს, ხოლო პირველ ნახევარში მხოლოდ 1870 ლარია დახარჯული.
ინფორმაციას „ფაინენშალი“ აქვეყნებს. გამოცემის მონაცემებით, 2010 წელს საქართველოზე საზღვარგარეთ 225 პუბლიკაცია დაიბეჭდა, ხოლო 2013-ში მხოლოდ 59. ტურისტების რაოდენობა 2012 წელთან შედარებით 2013 წელს 21%-ით არის გაზრდილი, თუმცა ექპერტები ამბობენ, რომ მსგავმა ტენდენციამ შესაძლოა სიტუაცია გააუარესოს.
„პიარ-კონსალტინგ ჯგუფის“ დირექორი გივი ხაჭაპურიძე „ფაინენშალთან“ ამბობს, რომ უცხოური მედიის მხარდაჭერა ქვეყნის იმიჯისთვის მნიშვნელოვანია და სტატიების შემცირება ქვეყნის ცნობადობაზე უარყოფითად აისახება. ამავე დროს ჩნდება საშიშროება, რომ რადიკალურმა ძალებმა უარყოფითი ინფორმაციის გავრცელება მოახდინონ. „ფაინენშელი“ წერს, რომ ახალმა მთავრობამ ქვეყნის გაპიარებაზე „სი ენ ენით“, „ბი ბი სი“- თა და სხვა უცხოური არხებითაც უარი თქვა. ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით კი, წარსულში არსებული კამპანიები უბრალოდ ფულის კარგვა იყო. გიორგი სიგუას თქმით, ახალი ადმინისტრაციის არჩევანი ბანერები, სარელკამო ბილბორდები და ეკრანებია.
(მოამზადა თამარ ბატიაშვილმა)