reportiori.ge - ლაფანყურის საქმეზე მომუშავე კომისიის დასკვნის ნაწილი შესაძლოა გასაიდუმლოვდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:15
სამართალი
ლაფანყურის საქმეზე მომუშავე კომისიის დასკვნის ნაწილი შესაძლოა გასაიდუმლოვდეს
05 თებერვალი, 2014. 13:38

საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველთან არსებული ლაფანყურის საქმეზე მომუშავე კომისიის ანგარიშის ნაწილი შესაძლოა არ გასაჯაროვდეს. უჩა ნანუაშვილის თქმით, დასკვნა მზად დაახლოებით გაზაფხულისთვის იქნება.

 

"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კომისია ძალიან აქტიურად მუშაობდა, მოეწყო შეხვედრა ათობით ადამიანთან, ხდება ფოტო, ვიდეო და სხვა სახის მასალის შეგროვება. მოწმეების დიდ ნაწილთან შეხვედრები უკვე დასრულებულია, თუმცა კვლავ რჩება გამოსაკითხი რამდენიმე პირი და დასაზუსტებელი რამდენიმე ინფორმაცია. მეორე ეტაპი, რაც ინფორმაციის ანალიზს გულისხმობს მალე დაიწყება. თუმცა კონკრეტული თარიღის დასახელება როდის დასრულდება მუშაობა გამიჭირდება. ორი თვის მანძილზე ჩვენ სავარაუდოდ შევძლებთ თავი მოვუყაროთ ამ ინფორმაციას და იმედი გვაქვს გაზაფხულისთვის უკვე იქნება გარკვეული დასკვნა", - განაცხადა სახალხო დამცველმა დღეს, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც ბოლო ერთი თვის ანგარიში წარმოადგინა.

 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილი საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც ლაფანყურის საქმეს სწავლობს, 11 წევრისგან შედგება, მათ შორის არიან პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებიც.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016