reportiori.ge - ქობულეთში სამი ადამიანის დაჭრისთვის ბრალდებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 05:08
სამართალი
ქობულეთში სამი ადამიანის დაჭრისთვის ბრალდებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
ავტორი:
02 აგვისტო, 2013. 15:21

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე რესტორან „ზევაში", 31 ივლისს მომხდარი ჩხუბის დროს სამი ადამიანის დაჭრისთვის ბრალდებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

როგორც აჭარის პროკურატურის უფროსმა პროკურორმა, ვლადიმერ თურმანიძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, 1986 წელს დაბადებულმა გიორგი გ-მ რესტორნის ტერიტორიაზე შელაპარაკების დროს სომხეთის ორი მოქალაქე და ქობულეთის მკვიდრი დანით დაჭრა. მისივე თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალი პროკურატურამ ბრალდებულს, რაც გულისხმობს 20 წლამდე პატიმრობას ან სასჯელის უფრო მაღალ ზომას:

„31 ივლისს ღამის საათებში ქობულეთში რესტორან "ზევას" ტერიტორაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს, ჩხუბისას ბრალდებულმა გიორგი გ-მ დანის გამოყენებით დაზიანება მიაყენა სამ პიროვნებას. კერძოდ, სომხეთის ორ მოქალაქეს და ერთ ქობულეთის მკვიდრს. დაზარალებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება ბრალდებულს, ის დააკავა პოლიციამ და ამჟამად მოთავსებულია დროებითი მოთავსების იზოლატორში. ბრალდებულს პროკურატურამ წარუდგინა ბრალი 19.109 მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს მკვლელობის მცდელობას ჩადენილს ორი ან მეტი პირის მიმართ", - აღნიშნა ვლადიმერ თურმანიძემ. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016