reportiori.ge - მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:50
რეგიონები
მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება
ავტორი: ანა ნოდია
05 თებერვალი, 2014. 17:43

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ არჩილ ბუკიამ მცირე მიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დეტალები გურიის რეგიონის გუბერნატორს, მუნიციპალიტეტის გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს გააცნეს.

 

გურიის რეგიონში „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების  ხელშეწყობის პროექტით“  დახმარებას წელს 48,218  ფერმერი მიიღებს.

 

„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების  ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, ვისაც საკუთრებაშიან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ  1.25 ჰა-სჩათვლით  სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. „მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის“ მიზანი, ფერმერების მაქსიმალური ხელშეწყობაა. წელს პროექტის ბიუჯეტი 90 მილიონამდე ლარს შეადგენს. ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სიების დაზუსტებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, წელსსაგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით  დაახლოებით 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს“, - განაცხადა დავით გალეგაშვილმა.

 

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე  საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დეტალების გარდა, სამინისტროში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებიც განიხილეს.

 

დასავლეთ საქართველოში მიმდინარე საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ბარათების დარიგების პროცესი უკვე დაიწყეს. პროექტის ბენეფიციართა კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ბარათები მუნიციპალიტეტების გამგებლებს უკვე გადაეცათ დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის, საგარეჯოს, თელავის, მარნეულის, გარდაბანის და დმანისის მუნიციპალიტეტებში.

 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016