გურიის, იმერეთის, სამეგრელოსა და კახეთის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა ქვემო ქართლის რაიონული სამსახურები მოინახულა. თეა წულუკიანი მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, რუსთავისა და გარდაბნის ოფისებს ესტუმრა და ადგილზე გაეცნო მათ საქმიანობას.
იუსტიციის მინისტრი რეგიონული ოფისების თანამშრომლებსაც ესაუბრა და იმ პრობლემების შესახებ მოისმინა, რომლებიც თანამშრომლებს აწუხებთ. თეა წულუკიანი დაინტერესდა, კონკრეტულად, რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდებათ მათ იმისათვის, რომ სამსახურების მუშაობა კიდევ უფრო გამართული გახდეს, მოქალაქეებმა კი სერვისები სწრაფად და ხარისხიანად მიიღონ.
რეგიონული ოფისების პრობლემების დიდი ნაწილი მოგვარების პროცესშია და მასზე იუსტიციის სამინისტრო უკვე მუშაობს.
იუსტიციის მინისტრი საქართველოს ყველა რეგიონში სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ების მუშაობას პირადად გაეცნობა.
(მოამზადა ანა ნოდიამ)