reportiori.ge - როგორი ხასიათი აქვს ქალს დაბადების თვის მიხედვით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:28
სხვადასხვა
როგორი ხასიათი აქვს ქალს დაბადების თვის მიხედვით
ავტორი:
05 თებერვალი, 2014. 17:56

იანვარი ამ თვეში დაბადებული ქალები თავშეკავებულები და მომთმენები არიან. იანვარში დაბადებულ ქალებს აქვთ მტკიცე ხასიათი. ჩაკეტილები და დამოუკიდებლები არიან. რთული ხასიათი აქვთ მეუღლეებთან, რადგან გამუდმებით პირველობისკენ ილტვიან, თუმცა ერთგული ცოლები და კარგი კულინარები არიან. 


თებერვალი ამ თვეში დაბადებული ქალები პირდაპირები და გაუწონასწორებლები არიან. საუკეთესოდ აკონტროლებენ თავს. რთული და არაპროგნოზირებადი ხასიათი აქვთ, ხშირად ფეთქებადები არიან. ძნელად ივიწყებენ წყენას. ეგოისტებიც არიან. კარიერას ძალიან დიდი დროს უთმობენ.

 

მარტი ძალიან მგრძნობიარეები არიან. გამუდმებით იღვწიან წარმატებისკენ, მაგრამ ხშირად მწვერვალს ვერ აღწევენ. გამორჩეულად უყვართ საკუთარი თავი და ამბიციურებიც არიან. მათი დიდი ნაწილი საკუთარ წარუმატებლობას სხვის წარმატებაში ხედავს.



აპრილი აქვთ მტკიცე ხასიათი. მიზნის მისაღწევად უკან არ დაიხევენ. გაბედულები არიან და ეს იმ დროს, როცა ხშირად საკუთარი თავის რეალიზებას ბოლომდე ვერ ახდენენ. პრაქტიკულები არიან. ზუსტად იციან, რა უნდათ. მეტ ყურადღებას მატერიალურ მხარეს უთმობენ. საკმაოდ წარმატებულები, მაგრამ ზომაზე მეტად ამბიციურები არიან. პირად ცხოვრებაში გონებით მოქმედებენ და არა გრძნობებით. უყვართ სტაბილურობა. ცხოვრების ჩვეულ სტილს ძნელად იცვლიან. 



მაისი მაისში დაბადებული ქალები პრინციპულები, უკომპრომისოები, ძალაუფლების მოყვარულები და მომთხოვნები არიან. არ ივიწყებენ წყენას, ძალიან ადვილად შეუძლიათ ურთიერთობის გაწყვეტა, თუნდაც ეს ოჯახის წევრებს ეხებოდეთ. შეუძლიათ ადვილად მიიღონ გაყრის გადაწყვეტილება, თუმცა შემდეგ ნანობენ ამას. მათი უმრავლესობა ვერ ქმნის მყარ ოჯახს. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მატერიალურ მხარეს.



ივნისი მგრძნობიარეები და პრაქტიკულები არიან. გადაწყვეტილების მიღებამდე ძალიან ფრთხილობენ. კეთილები და ნიჭიერები არიან. მათ ხშირად მიმართავენ რჩევისთვის. ახლობლებთან თავშეკავებულები არიან, ახალ ნაცნობებთან კი პირიქით, შეიძლება ძალიანაც გაიხსნან. ყოველთვის გაურბიან კონფლიქტებს.

 

ივლისი ადვილად გამოდიან მდგომარეობიდან. ეგოისტები და პირველობის მოყვარულები არიან. მეგობარს ყოველთვის მხარში უდგანან, არ უყვართ მათთვის უარის თქმა. თავისუფლად საუბრობენ თავიანთ გრძნობებზე. თავმოყვარეები არიან, ხშირად უშვებენ შეცდომებს.



აგვისტო ემოციურები, ენერგიულები, ჯიუტები, წინდაუხედავები არიან. არ უყვართ ნელი ხალხი. ლიდერები არიან ყველაფერში. კარგი დიასახლისები არიან, თუმცა არ უყვართ კერძების მომზადება. გამოირჩევიან დამოუკიდებლობით. 

სექტემბერი ფეთქებადები, ემოციურები და მიზანდასახულები არიან. უყვართ საჩუქრების ჩუქება, თუმცა, სხვა მხრივ, არცთუ ისე ხელგაშლილები არიან. არ უყვართ გაუთვალისწინებლად ფულის ხარჯვა. ოჯახში პირველ ადგილზე საკუთარ თავს აყენებენ. დამოუკიდებლები და მოუთმენლები არიან. უყვართ დილის ძილი. გამოირჩევიან კარგი დიასახლისობით. არაჩვეულებრივი მზარეულები არიან.

 

ოქტომბერი როცა საქმე სამსახურს ეხება, ძალიან პასუხისმგებლიანები არიან. ფინანსებში ფრთხილებსა და პრაქტიკულებს, ანგარება არ ახასიათებთ. დაუფიქრებლად გადაწყვეტილებას არ იღებენ. კეთილები არიან. ახასიათებთ პრინციპულობა და ობიექტურობა. მათთვის ავტორიტეტს რამდენიმე ძალიან ახლობელი ადამიანი წარმოადგენს. გადაწყვეტილებას მხოლოდ საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე იღებენ. აქვთ კარგი მეხსიერება. ვერაფრით პატიობენ ღალატს. 



ნოემბერი მატერიალისტები და ძუნწები არიან. სამაგიეროდ, საკუთარი თავისთვის არაფერს იშურებენ. შეუძლიათ ბოლო ფულით დაისვენონ. პატივმოყვარეები და ეგოისტები არიან. ოჯახში ლიდერის ფუნქციას იკავებენ, ამისთვის ღალატზეც წავლენ. შეუძლიათ დაუფიქრებლად, ემოციასაყოლილებმა აირჩიონ პარტნიორი.



დეკემბერი ძალიან ემოციურები და ფეთქებადები არიან. ძნელად შეუძლიათ თავის ხელში აყვანა. ამასთან, კარგად ხედავენ საკუთარ ნაკლოვანებებს, მაგრამ მათი გამოსწორება უჭირთ. ვერ იტანენ ცხოვრების მონოტონურ რიტმს. მათთვის აუცილებელია სიტუაციის ხშირი შეცვლა. 

 




(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016