reportiori.ge - რიგაში ფილმ „მანდარინების“ პრემიერა გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 01:54
კულტურა
რიგაში ფილმ „მანდარინების“ პრემიერა გაიმართა
05 თებერვალი, 2014. 21:03

ლატვიის დედაქალაქ რიგაში ქართულ-ესტონური ფილმის „მანდარინების“ პრემიერა მოეწყო.

 

ფილმის ჩვენებას ლატვიის ხელისუფლების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, კინომცოდნეები, დიპლომატიური კორპუსი და საქართველოსა და ესტონეთის დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ჩვენების დაწყებამ ფილმის რეჟისორებმა ზაზა ურუშაძემ და ივო ფელტმა დამსწრე საზოგადოებას ფილმის შექმნის იდეა გააცნეს. 

 

მისასალმებელი სიტყვით საზოგადოებას  ლატვიაში საქართველოს ელჩმა  თეიმურაზ ჯანჯალიამაც მიმართა.

 

ფილმმა ლატვიური საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც საღამოს სტუმრებმა აღნიშნეს, „მანდარინები“ ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, რომელიც ერთდროულად ღიმილსა და ცრემლს იწვევს და ადამიანურ ღირსებებზე ჩაგაფიქრებს.

 

ფილმის პოპულარობის მიზნით, „მანდარინების“ შესახებ ტელევიზიით მომზადდა სიუჟეტები, ასევე ჩაიწერა ინტერვიუები ფილმის რეჟისორთანაც.

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016