ლატვიის დედაქალაქ რიგაში ქართულ-ესტონური ფილმის „მანდარინების“ პრემიერა მოეწყო.
ფილმის ჩვენებას ლატვიის ხელისუფლების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, კინომცოდნეები, დიპლომატიური კორპუსი და საქართველოსა და ესტონეთის დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჩვენების დაწყებამ ფილმის რეჟისორებმა ზაზა ურუშაძემ და ივო ფელტმა დამსწრე საზოგადოებას ფილმის შექმნის იდეა გააცნეს.
მისასალმებელი სიტყვით საზოგადოებას ლატვიაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ჯანჯალიამაც მიმართა.
ფილმმა ლატვიური საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც საღამოს სტუმრებმა აღნიშნეს, „მანდარინები“ ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, რომელიც ერთდროულად ღიმილსა და ცრემლს იწვევს და ადამიანურ ღირსებებზე ჩაგაფიქრებს.
ფილმის პოპულარობის მიზნით, „მანდარინების“ შესახებ ტელევიზიით მომზადდა სიუჟეტები, ასევე ჩაიწერა ინტერვიუები ფილმის რეჟისორთანაც.