1. პარასკევს, 13 რიცხვში არაფრის კეთება არ შეიძლება.
რწმენა საშინელ დღეზე – 13 რიცხვის პარასკევზე – სავარაუდოდ წარმოიშვა ძველი აღთქმის გადმოცემებისგან. თითქოსდა სწორედ ამ დღეს მოკლა კაენმა თავისი ძმა აბელი. დროთა განმავლობაში ამ ლეგენდამ გარს შემოიხვია დიდი რაოდენობით მოსაზრებები, რამაც გამოიწვია 13 რიცხვის უბედურებასთან და წარუმატებლობასთან გაიგივება.
2. ზღურბლის გადაკვეთით არაფრის მიწოდება არ შეიძლება.
საქმე იმაშია, რომ ძველად წინაპრების ფერფლი სახლის ზღურბლის ქვემოთ ინახებოდა. აქედან გამომდინარე, მათი შეწუხება იმით, რომ ზღურბლზე რაიმე გადაეწოდებინათ, განსაკუთრებით სახიფათოდ მიაჩნდათ. სწორედ ამიტომ არ შეიძლება ზღურბლზე ჯდომა, რომელიც დღემდე მიიჩნევა ორი სხვადასხვა სამყაროს საზღვრად – უსაფრთხო სახლსა და მტრულად განწყობილ სამყაროს, ან უფრო საშიშ – სააქაოსა და საიქიოს შორის.
3. თუ გზაზე შამვა კატამ გადაგირბინათ, ესეიგი რაიმე უბედურებას უნდა ელოდეთ.
ხშირად ღამის წყვდიადში, პრაქტიკულად განურჩეველ სიბნელეში, მხედრებს შავი კატა ურბენდათ გზაზე, ცხენები ყალყზე დგებოდნენ და მხედარი დაბლა ვარდებოდა. სწორედ ასეთი ოინების გამო აბრალებენ კატებს ზებუნებრივი ძალების ქონას.
4. არ შეიძლება საათის ჩუქება.
ჩვენს განათლებულ საუკუნეშიც კი საათის ჩუქება არასასურველად მიიჩნევა. რატომ? დამიჯერეთ ეს ცრურწმენა ჩინეთში იღებს სათავეს, სადაც თვლიან, რომ თუ საჩუქრად მიიღებენ საათს, ესეიგი მათ დაკრძალვაზე ეპატიჟებიან.
5. არ შეიძლება ორმოცი წლისთავის აღნიშვნა.
ძალიან ბევრ კულტურაში რიცხვი 40 საკრარულადაა მიჩნეული. იგი, მაგალითად, ხშირად გვხვდება ბიბლიაში: მოსე 40 წელი ატარებდა ებრაელებს უდაბნოში, 40 დღე გრძელდებოდა დიდი წყალდიდობა, 40 დღე გაატარა იესო ქრისტემ უდაბნოში მონათვლის შემდეგ… რიცხვ 40-თანაა დაკავშირებული უამრავი რიტუალი, რომლებიც ახლავს დაბადებასა და სიკვდილს. მაგალითად, ბავშვის უცხოებისათვის ჩვენება არ შეიძლებოდა მისი დაბადებიდან 40 დღის მანძილზე. მე-40 დღეს ბოლოჯერ აცილებენ მიცვალებულს საიქიოში, რადგან ითვლება, რომ ამ დღეს მისი სული სამუდამოდ ემშვიდობება სააქაოს. სწორედ ასეთ ფაქტებზე დაყრდნობით იჩინა თავი ასეთმა ცრურწმენამ.
6. სანამ სახლიდან გახვალ უნდა ჩამოჯდე.
ეს ცრურწმენა დაფუძნებულია ძველი ხალხის მიერ, მათ სჯეროდათ კეთილი და ავი სულების, რომლებიც ვითომდა მართავდნენ აქაურ სამყაროს. ითვლებოდა, რომ შინაური სულები ხალხს ეჩვეოდნენ და მათი გაშვება არსად სურდათ, ამიტომ ისინი შეეცდებოდნენ მათ უკან დაბრუნებას და გზა არ იქნებოდა მშვიდობიანი. აქედან გამომდინარე, სახლიდან გასვლისას უნდა ჩამოჯდე, რადგან სული ამით ტყუვდება, ისინი ფოქრობენ, რომ არავინ არსად მიდის და ადამიანს თავს ანებებს.
7. დანით ჭამა არ შეიძლება.
ძველად დანა ითვლებოდა არამარტო შრომის, არამედ თავდაცვით იარაღადაც – როგორც რაიმე უბედურებისაგან, ასევე ბოროტი ძალებისგანაც. ასეთი მნიშვნელოვანი, მაგიური ნივთი ითხოვდა განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და იგი მხოლოდ განსაკუთრებული რიტუალების ჩატარების შემდეგ გამოიყენებოდა. ხოლო დანით ჭამა კი ითვლებოდა, რომ აღიზიანებდა სულებს, რომლებიც ადამიანს ბოროტად და აგრესიულად განაწყობდა ყველას მიმართ. გარდა ამისა დანით უბრალოდ, ბანალურად შეიძლება რაიმე გაიჭრათ.
8. გზაჯვარედინზე არაფრის აღება შეიძლება.
ხალხს სჯერა, რომ თუ რომელიმე დაავადებას “გადაიტანთ” რაიმე ნივთზე და დააგდებთ გზაჯვარედინზე, მას წაიღებს რაღაც უწმინდური. ზუსტად იმიტომ, რომ არ წაიღოთ სხვისი უსიამოვნებები თან, არ ღირს გზაჯვარედინიდან რაიმის წამოღება, თანაც რაც უფრო ძვირადღირებული იქნება ნივთი, მით უფრო დიდი გასაჭირი ან დაავადება იქნება მასზე “გადმოსული”.
9. არ შეიძლება ცალი ფეხსაცმლით სიარული.
ამ ცრურწმენას იცავდნენ თითქმის ყველა დროს. ძველი ხალხი ამბობს, რომ თუ ადამიანი დადის ცალი ფესაცმლით, იგი მალე დაობლდება
10. მზეჩასულს ნაგვის გადაყრა არ შეიძლება.
ეს, სავარაუდოდ, ყველაზე პოპულარული ცრურწმენაა მამაკაცებში. პრინციპში იგი ყველამ იცის, მაგრამ ცოტას თუ გაუგია მისი წარმოშობის ისროტია. ითვლება, რომ თუ ნაგავს მზის ჩასვლის შემდეგ გადაყრით, თქვენს შესახებ აგორდება არასასურველი ჭორები, რაც სულაც არაა გასაკვირი – მეზობლებს არავითარ შემთხვევაში არ გამოეპარებათ ის ფაქტი, რომ თუ სიბნელეში ყრით ნაგავს, ესეიგი თქვენი ნაგავი ძვირფასი ნივთებისგან შედგება. ასევე ამბობენ, თითქოსდა მზეჩასულს ნაგვის გადაყრისას თქვენ სახლიდან გაგაქვთ ფული, მაგრამ ეს უკვე ლოგიკურ ახსნას ძნელად თუ დაექვემდებარება.
წყარო Ucnauri.com