reportiori.ge - დღევანდელ დღეს მიხეილ თუმანიშვილი დაიბადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:07
კულტურა
დღევანდელ დღეს მიხეილ თუმანიშვილი დაიბადა
ავტორი:
06 თებერვალი, 2014. 12:36

ცნობილი ქართველი რეჟისორი მიხეილ ივანეს ძე თუმანიშვილი 1921 წლის 6 თებერვალს თბილისში დაიბადა. 1949 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (გ. ტოვსტონოგოვის კლასი). 1949-1971 წლებში მუშაობდა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში რეჟისორად, 1965-1966 წლებში მთავარ რეჟისორად.


1971-1975 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის სადადგმო რედაქციის მთავარი რეჟისორი, 1975 წლიდან კინოსტუდია ქართული ფილმის" თეატრალური სახელოსნოს მთავარი რეჟისორი. 1949 წლიდან თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგია, 1973 წლიდან პროფესორი. მიხეილ თუმანიშვილის რეჟისორული ინდივიდუალურობა გამოირჩეოდა ნაწარმოების ორიგინალური ინტერპრეტაციით, მკვეთრი თეატრალური ფორმით, სცენური დეტალებისა და ნიუანსების ვირტუალური დამუშავებით, აქტიორული ანსამბლურობით.


მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია . ფუჩიკის ადამიანებო იყავით ფხიზლად". . ფლეჩერის ესპანელი მღვდელი", . ბუაჩიძის ამბავი სიყვარულისა", . ნახუცრიშვილის ჭინჭრაქა", . შექსპირის ზაფხულის ღამის სიზმარი", მეფე ლირი", იულიუს კეისარი", . ანუის ანტოგონე", . იოსელიანის სანამ ურემი გადაბრუნდება", . ჩხაიძის ხიდი" და სხვ. (ყველა დაიდაგა რუსთაველის სახელობის თეატრში). თეატრალურ ინსტიტუტში დადგმული სპექტაკლებისათვის ახალგაზრდა გვარდიის სახელით" (. ფადეევის მიხედვით, 1975) მიენიჭა საქართველოს სსრ ლენინური კომკავშირის პრემია.


1978 წელს საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში მისივე სახელოსნო მსახიობთა და რეჟისორთა ექსპერიმენტული ჯგუფის ბაზაზე შეიქმნა თანამოაზრეთა კოლექტივი - კინომსახიობთა თეატრი. ამ თეატრში მან დადგა სპექტაკლები: მოლიერის დონ ჟუანი", . კლდიაშვილის ბაკულას ღორები", . უალდერის ჩემი პატარა ქალაქი", . თაბუკაშვილის ნატაძრალი" და სხვ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში - მოცარტის დონ ჟუანი", . ფალიაშვილის აბესალომ და ეთერი", . ვერდის ბალმასკარადი".


იყო საქართველოს სსრ (1961) და სსრკ (1985) სახალხო არტისტი, კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1980, მიენიჭა წიგნისათვის სანამ რეპეტიცია დაიწყება"), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.



დაჯილდოებული იყო წითელი ვარსკვლავისა და შრომის წითელი დროშის ორდენებითა და მედლებით. 1996 წელს მიენიჭა ჟიული შარტავას სახელობის პრემია. 1999 წელს ჩატარდა თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ფესტივალი. გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი მიენიჭა კინომსახიობთა თეატრს.


1986 წელს მიენიწა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.


გარდაიცვალა 1997 წელს მაისში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.





(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016