reportiori.ge - ხაიშში აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მიმართავენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:47
რეგიონები
ხაიშში აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მიმართავენ
ავტორი:
06 თებერვალი, 2014. 14:53

სახალხო ყრილობის მონაწილეებმა შეხვედრის დაწყებამდე ხაიშში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოილოცეს და მრევლს შეხვდნენ. ყრილობა, რომელიც მედიისთვის დახურულია, უკვე დაიწყო. ეკლესიასთან შეკრებილი მოქალაქეების განმარტებით, მათ უერთდება სხვა ეპარქიის მრევლიც.

 

მინდა ვურჩიო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას საფლავებზე სიარულის პარალელურად, ქართული ეკლესია-მონასტრების დაცვაზეც იზრუნოს. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენ ისტორიულ მიწა-წყალს", - განაცხადა აქციის მონაწილე კონსტანტინე ქათამაძემ ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ. livepress.ge- ინფორმაციით, მის მოსაზრებას იზიარებენ სხვა მომიტინგეებიც.


ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციას ამ წუთებში შეუერთდნენ ეროვნული მოძრაობის წაევრები, მათ შორისაა ირაკლი წერეთელი, რომელმაც ჟრნალისტებთან განცხადება გააკეთა, რომ მზად არის სისხლი დაღვაროს სვანებთან ერთად: დღეს გამოჩნდება ვინ არის ქართველი და ვინ არის გაყიდული. ხელისუფლების ის წარმომადგენელი, რომელიც თვლის რომ ხუდონჰესი უნდა აშენდეს, ქვეყნის მტერია".


აქციის პარალელურად, გამგეობის შენობასთან კვლავ რჩება გაშლილი კარავი, სადაც მოქალაქეები მორიგეობით განაგრძობენ პროტესტს.


გასულ კვირას ხაიშელებმა მიწის აზომვითი სამუშაოების შესაძლო დაწყება გააპროტესტეს და აქცია ორჯერ გამართეს. ასევე გასულ კვირას გაშალეს მათ კარავი, სადაც ოცდაოთხსაათიანი მორიგეობა დააწესეს. 28 იანვარს პროტესტის ნიშნად სამი საათის მანძილზე გადაკეტილი იყო მესტია-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალიც. გზის გახსნა მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას მესტიის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი შეხვდა და მათ მაჟორიტართან შეხვედრა შესთავაზა.


4 თებერვალს კი ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბართან და მესტიის მაჟორიტარ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან გამართული დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ენერგეტიკის სამინისტრო ხუდონჰესთან დაკავშირებით ხაიშში აზომვით სამუშაოებს დროებით წყვეტს.


ინდურ-ინგლისური კომპანიის ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას" პროექტი მდინარე ენგურზე 700 მეგავატიანი ჰესისა და 200 მეტრი სიმაღლის კაშხალის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, გარემოს დაცვითი ორგანიზაციების განცხადებით, დაიტბორება 500 ჰექტარზე მეტი ტერიტორია, მათ შორის რამდენიმე სოფელი.

 




(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016