reportiori.ge - სავაჭრო სახლ „საბაში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:11
საზოგადოება
სავაჭრო სახლ „საბაში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
15 ივლისი, 2013. 16:48

აღნიშნულ განცხადებაში დაზარალებულების მოთხოვნებთან დაკავშირებით განმარტებებია გაკეთებული.

ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს, ასევე მათი საინიციატივო ჯგუფის წევრებს არაერთხელ შეხვდნენ, როგორც პირადად ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ასევე ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შეასრულა მიცემული დაპირება და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერი გააკეთა დაზარალებულთა დასახმარებლად. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა  შექმნილი ვითარება და დაზარალებულებს  წლიური დეკლარაციების წარდგენის ვადა გადაუვადა. ამასთან, სამინისტროს შუამდგომლობით დაზარალებულებმა უსასყიდლოდ მიიღეს საკონტროლო-სალარო აპარატები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა პირადად გაუგზავნა თხოვნის წერილები ბანკების ხელმძღვანელებს, რათა მათ შექმნილი გარემოების არაორდინალურობის გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ბანკებისადმი არსებული დავალიანების საკითხისთვის გადაეხედათ.

გარდა ამისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამოთქვა მზადყოფნა დაზარალებულებს გაწეოდათ კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია, რისთვისაც მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციას კონსტიტუციის 42- მუხლი“ და დაზარალებულთა უფლებების დაცვა სთხოვა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და პირადად ფინანსთა მინისტრმა დაზარალებულებს შეხვედრისას არაერთხელ სთხოვა, არ მოეხდინათ საკითხის პოლიტიზირება, მიემართათ სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რადგან აღნიშნული პრობლემის მოგვარების ერთადერთი სწორი გზა არის მხოლოდ სამართლებრივი პროცედურების დაცვა.

ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის არც ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა და არც ზარალის ოდენობის განსაზღვრა, აღნიშნული მხოლოდ გამოძიების კომპეტენციაა, რომელმაც უნდა დაადგინოს ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ზარალის ანაზღაურებაზე.“ – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016