reportiori.ge - ილია მეორე: ვთხოვოთ უფალს, სიძულვილი სიყვარულით შეიცვალოს და ცოდვა მადლად იქცეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:18
რელიგია
ილია მეორე: ვთხოვოთ უფალს, სიძულვილი სიყვარულით შეიცვალოს და ცოდვა მადლად იქცეს
ავტორი:
02 აგვისტო, 2013. 15:45

ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, დღეს სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ბრძანა.

უწმინდესმა მრველს დღევანდელი დღესასწაული, წმინდა ილია თეზბიტელისა და წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხსენების დღე მიულოცა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, წყალობა და მადლი ღვთისა, რომელიც გადმოდის საქართველოზე, ეს არის არა ჩვენი დამსახურება, არა ჩვენი ლოცვა და კეთილი საქმეები, არამედ ღვთის წყალობა, ღვთის მადლი და ღვთის სიყვარული.

წმინდა ელია წინასწარმეტყველის ლოცვით, რომელიც დაიწყო მირიან მეფისგან გრძელდება დღემდე და იქნება ვიდრე იარსებებს დედამიწა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ვთხოვოთ უფალს, რომ სიძულვილი სიყვარულად შეიცვალოს, ცოდვა მადლად იქცეს და იმედი გვაქვს, რომ ეს ასე მოხდება. წყალობა, მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ" - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქს წმინდა სინოდის სახელით მფარველი ანგელოზის დღე მიულოცა მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარეპოსკოპოსმა მეუფე ილარიონმა. ამასთან, დღეს 20:00 საათზე საპატრიარქოს ეზოში მრევლს პატრიარქისთვის ანგელოზის მილოცვის დღის საშუალება ექნება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016