reportiori.ge - შვეიცარიელებმა დაამტკიცეს: ტუტანჰამონი ქართველია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 03:54
მედია
შვეიცარიელებმა დაამტკიცეს: ტუტანჰამონი ქართველია!
ავტორი:
06 თებერვალი, 2014. 15:23

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ციურიხში მდებარე გენეალოგიური კვლევების ცენტრ IGENEA-ს ბიოლოგებმა ფარაონ ტუტანჰამონის მუმიიდან აღებული დნმ-ის ანალიზისას სენსაციური შედეგები მიიღეს.


ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის სიძველეების უმაღლესი საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზაჰი ჰავასმა განაცხადა, რომ დნმ-ისთვის საჭირო მასალის ამოღება მოხერხდა ლეგენდარული ფარაონის მარცხენა მხრისა და ფეხის ძვლებიდან.


- ძალიან ფრთხილი ნახვრეტები გაკეთდა, რომ მუმია არ დაზიანებულიყო, დნმ-ის აღება და გამოკვლევის მთავარი მიზანი ფარაონთა ოჯახების აბურდული ნათესაური კავშირების დადგენა იყო.

ტუტანჰამონის მუმია.

IGENEA-ს სპეციალისტებმა ტუტანჰამონის დნმ თანამედროვე ევროპელებისას შეადარეს და აღმოჩნდა, რომ ბევრი მათგანი ფარაონის ნათესავია. საშუალოდ, ევროპელ მამაკაცთა ნახევარი - „ფარაონია". ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში და საფრანგეთში ეს მაჩვენებელი 60-70 პროცენტს აღწევს.


დნმ-ს ადარებდნენ ეგრეთ წოდებულ გაპლოჯგუფებად, რომლებიც თაობიდან თაობას თითქმის უცვლელად გადაეცემა. ტუტანჰამონთან „ნათესობა" დაადასტურა გაპლოჯგუფმა სახელად R1B1A2. ევროპელ მამაკაცებში საკმაოდ გავრცელებული ეს მახასიათებელი თანამედროვე ეგვიპტელებში ძალზე იშვიათად გვხვდება და ერთ პროცენტს არ აღემატება.


შვეიცარიელი ბიოლოგების გამოკვლევებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ თანამედროვე ეგვიპტელები ფარაონთა დეგრადირებული შთამომავლები არ არიან და მათთან საერთო არაფერი აქვთ.



ფარაონები ადგილობრივები არ არიან


IGENEA-ს ცენტრის დირექტორი რომან შოლცი: საინტერესო ფაქტია, რომ ტუტანჰამონი გენეტიკურად ევროპელია. ჩემი ვარაუდით ეგვიპტელი მეფეებისა და ევროპელების საერთო წინაპარი 9500 წლის წინ კავკასიაში ცხოვრობდა; 7000 წლის წინ მათი პირდაპირი შთამომავლები ევროპაში დასახლდნენ, ნაწილმა ეგვიპტეს უწია და ფარაონამდე აღზევდა.


გამოდის, რომ შორეულ წარსულში ტუტანჰამონი და მისი წინაპრები კავკასიელები იყვნენ. შესაძლოა ქართველები, ოსები, დაღესტნელები ან ჩეჩნები... და არა მარტო ეგვიპტელები, თანამედროვე ევროპელების ფესვებიც კავკასიაში უნდა ვეძებოთ (გენეტიკურ მსგავსებას ვგულისხმობ). მაგრამ, რატომ განსხვავდებიან ერთმანეთისგან თანამედროვე კავკასიელები და დასავლეთ-ევროპელები? შესაძლოა ამაზე პასუხი მომავალმა კვლევებმა მოგვცეს.



ავადმყოფი ბავშვი ტუტანჰამონი

 

მეფე ბიჭუნა ადრე ასეთი ეგონათ.       როგორც გამოირკვა, ტუტანჰამონს კავკასიური გარეგნობა ჰქონდა.

 

 

ეგვიპტელი ბიოლოგების მიერ ჩატარებულმა გენეტიკურმა ანალიზმა ცხადყო, რომ ტუტანჰამონს სერიოზული დაავადებების მთელი თაიგული ჰქონდა. ბავშვს დაუდგინეს ძვლების სისუსტე, მგლის ხახა, ბრტყელტერფიანობა, მარცხენა ფეხის ნაწილობრივი პარალიზება- სიარულისას ჯოხს ეყრდნობოდა. აკლდამაში დაახლოებით 300-მდე ჯოხი აღმოაჩინეს, მაგრამ მეცნიერები მათ დანიშნულებას აქამდე ვერ ხვდებოდნენ.


ადრე, თავის ქალას მიხედვით მისი გარეგნობის აღდგენის მცდელობისას მეცნიერები სიმპათიურ ახალგაზრდას გვიხატავდნენ. თანამედროვე სკანირების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყმაწვილი დიდად შეხედული არ ყოფილა, თუმცა არც ისეთი მახინჯი იყო, როგორც ამას მედიკოსები ვარაუდობდნენ. მათი ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ უცნაურმა გენეტიკურმა დაავადებებმა ტუტანჰამონი ლამის ქალად აქცია -სიგანეში წასული მენჯებითა და გაზრდილი სარძევე ჯირკვლებით. თავის ქალა გაეწელა, ხელები დაუგრძელდა და ობობას თათებს დაუმგვანა. ამაზე უფოლოგებმა თავისი თეორიაც ააგეს და ბიჭი უცხოპლანეტელების გენეტიკური ექსპერიმენტების მსხვერპლად გამოაცხადეს.


ჰავასი ადასტურებს, რომ მსგავს სკანდალურ ჰიპოთეზებს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, თუმცა ისინი ფარაონის გამოსახულებას უფრო ეყრდნობოდა, ვიდრე ფაქტიურ მონაცემებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ტუტანჰამონში რაიმე უცხოპლანეტურის ძიება არარეალურია. თუმცა ბიჭის წინაპრებზე დარწმუნებით იგივეს თქმა არ შეიძლება.

სინამდვილეში, როგორც გამოირკვა, ტუტანჰამონი აი ასე გამოიყურებოდა. 



მამა დადგენილია, დედა ვერ ამოიცნეს


ეგვიპტელმა მეცნიერებმა 16 მუმიის დნმ-ი შეისწავლეს. შედარებითმა ანალიზმა ყმაწვილი ფარაონის უახლოესი ნათესავები გამოავლინა. იპოვეს ბებია - ტიიუ, ფარაონ ეხნატონის დედა. თავად ეხნატონი, როგორც ვარაუდობდნენ ტუტანჰამონის მამაა. დედა - მუმია შიფრით KV35YL, თუმცა მისი ვინაობა ვერ დგინდება, შესაძლოა ეს ეხნატონის დაა, ან თავად ნეფერტიტი, რომელიც მამამისის პირველი ცოლი იყო.



ორი პატარა მუმიის საიდუმლო


მიმდინარე კვლევების პროცესში ეგვიპტელებმა მსოფლიოს წარუდგინეს ტუტანჰამონის აკლდამიდან ამოღებული ორი პატარა მუმია. ისინი ჯერ კიდევ 1922 წელს ჰოვარდ კარტერისა და ლორდ კარვარნონის ცნობილი გათხრებისას აღმოაჩინეს; თუმცა, მათ შესახებ ბევრმა არ იცოდა. გაუგებარი მიზეზების გამო ამ პაწია მუმიების არსებობას არ ახმაურებდნენ. ისინი კაიროს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ინახებოდა და არსად გამოუფენიათ. მათი ნახვის საშუალება ერთადერთხელ, 30 წლის წინ, მიეცათ დასავლეთელ მეცნიერებს. ორივე მუმია - ემბრიონია - დაუბადებელი გოგონები. ერთის სიგრძე 30- სანტიმეტრია, მეორის - 38,5. პირველის ასაკი სავარაუდოდ 5 თვეა, მეორის - 7.


- 1969 წელს ტუტანჰამონის ნარჩენებზე ვმუშაობდი - იხსენებს ლივერპულის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი რობერტ კონოლი - დავადგინე მისი სისხლის ჯგუფი. 1979 წელს მე და ჩემს ნორვეგიელ კოლეგა კატერინ ჰელიერს ერთ-ერთი, ზომით დიდი მუმიის გამოკვლევის საშუალება მოგვცეს. მუმიის სისხლის ჯგუფი ფარაონისას დაემთხვა.

მეცნიერი თითქმის ასი პროცენტით დარწმუნებული იყო, რომ ტუტანჰამონი დანამდვილებით, ერთერთის, ან ორივეს მამაა, ხოლო გოგონები, მიუხედავად ზომებში განსხვავებისა, ტყუპები იყვნენ.


- ასეთი რამეები ხდება - განმარტავს კონოლი - ერთი ემბრიონი საშოში უფრო სწრაფად იზრდება, მეორის ხარჯზე. 

ზაჰი ჰავასმა, კაიროს უნივერსიტეტში ჩატარებული დნმ-ის ანალიზის საფუძველზე, დაადასტურა ეს ვარაუდი და განაცხადა, რომ უფრო დიდი ზომის გოგონა 9 თვის იყო და სავარაუდოდ დაბადებისთანავე გარდაიცვალა.

პატარა ზომის მუმიის საკითხი ჯერაც გაურკვეველია. ბავშვის დედა სავარაუდოდ ფარაონის ცოლია. 12 წლის ტუტანჰამონმა ცოლად 13 წლის ანხესენამუნი - ნეფერტიტისა და ეხნატონის ქალიშვილი - შეირთო. ეს იყო ან და-ძმის, ან ბიძაშვილების ქორწინება, თუმცა ეს ვერსია ბოლომდე დადასტურებული არ არის. (ფოტო 6).

ტუტანჰამონის სავარაუდო შვილების მუმიები.


ადამიანები ქართველებისგან წარმოიშვენ?


ის რომ შვეიცარიელმა მეცნიერებმა ევროპელთა მემკვიდრეობით მასალაში კავკასიელთა დნმ-ი აღმოაჩინეს, სულაც არ არის გასაკვირი. სწორედ კავკასიას - კონკრეტულად კი საქართველოს გააჩნია პრეტენზია, რომ პირველი ევროპელების და შესაბამისად - ევროპული ცივილიზაციის სამშობლოდ ჩაითვალოს, ამ ნათესაობის ფესვები გაცილებით ღრმაა, ვიდრე რაღაც საცოდავი 10 000 წელი.

არსებობს დადასტურებული საფუძველი, რომ დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე დასახლდნენ აფრიკიდან წამოსული ჩვენი მაიმუნისმაგვარი წინაპრები და აქვე იქცნენ ადამიანებად.


პირველყოფილი ქართველების ერთიანი ევოლუციური ჯაჭვის პირველ საფეხურად წარმოდგენას ამყარებს ქალაქ დმანისთან, მთებში, 1999-2001 წლებში აღმოჩენილი ძვლები, რომელთა ასაკი მეცნიერთა აზრით 1,8 მილიონი წელია. კონკრეტულად ამოთხარეს ექვსი თავის ქალა და ჩონჩხის ნარჩენები. დამტკიცებულია, რომ აფრიკის ტერიტორიის გარეთ ნაპოვნი ძვლებიდან ეს ყველაზე ძველია.

საქართველოში აღმოჩენილი 1,5 მეტრის სიმაღლის  ადამიანისმსგავსები  დაახლოებით 50 კილოგრამს იწონიდნენ. მათი ტვინი -600 კუბური სანტიმეტრი - დღევანდელზე ორჯერ მცირეა, თუმცა ამზადებდნენ შრომის იარაღებს, ნადირობდნენ, იმარაგებდნენ ხორცსა და საჭმელად ვარგს მცენარეებს.


საქმის არსს გვიხსნის საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი, პროფესორი დავით ლორთქიფანიძე. მისი თქმით, დმანისთან ნაპოვნი ძვლები, აქამდე არსებულ შეხედულებებს თავდაყირა აყენებს.

მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ ადამიანის წინაპრები ევროპაში აფრიკიდან დაახლოებით მილიონი წლის წინ მოვიდნენ,  დღევანდელთან მიახლოებული გარეგნობა ჰქონდათ და უკვე იცოდნენ შრომის სხვადასხვა იარაღის დამზადება. სინამდვილეში ირკვევა, რომ დაახლოებით 800 000 წლით ადრე მოვიდნენ და ჯერაც მაიმუნებს გავდნენ. ხელსაქმე და სხვა საჭირო ცოდნა კი უკვე საქართველოს ტერიტორიაზე დახვეწეს.


მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ მთელი ევროპული ცივილიზაცია ქართველების წინაპარი ადამიანისმსგავსისგან წარმოიქმნა, რომლებიც დროთა განმავლობაში მთებიდან დაიძრნენ, მათი ნაწილი აფრიკაში დაბრუნდა, ევოლუციიის რამდენიმე საფეხური უკვე იქ გაიარა და ამის შემდეგ შემოვიდნენ ევროპაში.

გამოდის, რომ ნამდვილი, ძირძველი ქართველები არიან ისინი, ვინც დმანისში აღმოჩენილი ადამიანებისგან წარმოსდგებიან, დანარჩენები კი აფრიკიდან მეორე გადმოსახლების ტალღას მოჰყვნენ.

 

ზაჰი ჰავასი(მარცხნივ) ტუტანჰამონის მუმიის ტომოგრაფიისას.

 

 

ავტორი ვლადიმირ ლაგოვსკი

 

თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016