reportiori.ge - მერილ სტრიპი: დროა ვაღიარო, რომ ლამაზი არასოდეს ვყოფილვარ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:42
ყვითელი
მერილ სტრიპი: დროა ვაღიარო, რომ ლამაზი არასოდეს ვყოფილვარ
ავტორი:
06 თებერვალი, 2014. 16:56

მერილს სტრიპი: წარმოუდგენელია! 60 გადავაბიჯე და მაინც მთავარ როლებს ვასრულებ. კარგად მახსოვს, 38 წელი რომ შემისრულდა მეუღლეს ვუთხარი: "უნდა მოვიფიქრო რას გავაკეთებ მომავალში. სავარაუდოდ, ჩემი კარიერა დასრულებულად უნდა ჩავთვალო".


როცა ახალ როლს ვითავისებ, მოცემულ პერსონაჟად გადავიქცევი. ვეღარ ვაფასებ საკუთარი გმირის მოქმედებას, ხასიათს და ყოველთვის ვბრაზდები, როცა ამის გაკეთებას სხვა ცდილობს. ყოველთვის მომწონდა ასაკოვანი ადამიანები. არის ამაში ინტრიგა - ყველა მათგანს წარსულში უდაოდ ექნებოდა დრამა, საიდუმლო, დიდი სიყვარულის და წარმატების ისტორია.


არასოდეს მაინტერესებდა მოდა. რომელი ჩანთა დავიკავო? რომელი ფეხსაცმელი და სამკაული მოუხდება ამა თუ იმ კაბას? ეს იმაზე ნაკლებად მაინტერესებს, ვიდრე ის თუ როგორ არის აწყობილი იმ თვითმფრინავის ძრავი, რომლითაც სადმე მივფრინავ.


როლის განსახიერებისას არასოდეს ვნერვიულობ. შეიძლება ინერვიულო პრესკონფერენციაზე, მაგრამ არა კადრში და სცენაზე, რადგან ასეთ შემთხვევაში როლს ვერ განასახიერებ.


მომწონს რომ ვბერდები იმიტომ, რომ ახლა თუ როლზე მიწვევენ, როგორც წესი, ძალიან საინტერესოზე.


შვილებს არასოდეს არ უთხრათ "შენ უნდა ...!" მაშინ ისინი აუცილებლად საწინააღმდეგოდ მოიქცევიან. შეიძლება საკუთარ მაგალითზე გაზარდო, მაგრამ აქაც ზღვარი არსებობს.


ხანადახან მეუბნებიან, რომ ცხოვრებაში უკეთ გამოვიყურები, ვიდრე ეკრანზე. მადლობა ღმერთს, რომ ასეა და არა პირიქით!


პლასტიკური ქირურგიის წინააღმდეგი ვარ, უფრო მეტიც, როგორც კი ვხვდები ადამიანს, რომელსაც პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, მასთან ურთიერთობა მიჭირს. ეს თითქოსდა პირბადეა, რომელიც თქვენს სახეს ყველასგან მალავს.


ბედის მადლობელი ვარ - სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. რამდენი მეგობარი გარდამეცვალა, ან მძიმედ არის ავად. მე კიდევ თქვენთან ვარ, განა ეს მშვენიერი არ არის?


ახალგაზრდა ქალი ყოველთვის ზრუნავს სილამაზეზე და ამას ცხოვრების დიდ ნაწილს უთმობს. სიმართლე გითხრათ ახალგაზრდობაში მეც ასე ვიქცეოდი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ამისგან დავიღალე. დროა ვაღიარო: ლამაზი არასოდეს ვყოფილვარ.


როგორ უნდა შევათავსოთ კარიერა და ოჯახი? პირველ რიგში კარგი ქმარი უნდა გყავდეთ. გამიმართლდა: ასეთი დიდი ხნის წინ ვიპოვე. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს სერიოზულ ბიზნესს ვმართავ. დაგეგმვა, დაგეგმვა და კიდევ ერთხელ დაგეგმვა - ეს არის მთავარი.


21 წლის ასაკში ოჯახი დავტოვე, სამოგზაუროდ გავემგზავრე ქალთან ერთად, რომელსაც ცუდად ვიცნობდი. შვილებს ამის უფლებას ახლა არ მივცემ. უმალ თვითმფრინავს ჩავუვარდები, სანამ ისინი ასეთ სისულელეს ჩაიდენენ.


მე ვიცი რა არის შური. მე ძალიან მშურდა ჯესიკა ლანჟის, რომელმაც 1985 წელს მიიღო როლი, ფილმში "ტკბილი ოცნებები". არაჩვეულებრივი ფილმია და თავად ჯესიკა ბრწყინვალე იყო.


ყოველთვის ბედნიერი ნამდვილად არ ვყოფილვარ. აი, პრესასთან ყოველთვის მხიარული და კეთილგანწყობილი ვარ. ოჯახში ხშირად ჯუჯღუნა ვარ. არ გჯერათ? ჰკითხეთ ჩემ ქმარს.


სინამდვილეში ბედნიერებისათვის საჭიროა სამი რამ: - სიყვარული, გემრიელი საჭმელი და სექსი.





(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016