რუსულმა „პირველმა არხმა" სიუჟეტი მოამზადა ამერიკელ ნიკ ვუიჩიჩზე, რომელმაც განაცხადა, რომ ის ბედნიერია და მისი ღიმილი და ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება დაგეხმარებათ იმაში, რომ არასდროს დანებდეთ, - ამბობს ის.
ნიკ ვუიჩიჩი მსოფლიოში ცნობილი მოტივაციური სპიკერია. ის 30 წლისაა. ქადაგებს ქრისტიანობას. ნიკი მსოფლიოს იშვიათი პატოლოგიით მოევლინა - მას ხელები და ფეხები არ აქვს. 8 წლის ასაკში მან თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა ფარ-ხმალი არ დაეყარა და დღეს ის ყველასთვის მაგალითია!
მან მიაღწია ცხოვრებაში უფრო მეტს, ვიდრე ბევრი ვისაც ფიზიკური შესაძლებლობები გააჩნია. დაამთავრა სკოლა, მიიღო უმაღლესი განათლება, დადის, დახმარების გარეშე იცმევს ტანსაცმელს, იპარსავს, კბილებს იხეხავს, ცურაობს, სკეიტზე კატაობს, გოლფს და ფეხბურთს თამაშობს, უყვარს სერფინგი, ჩვეულებრივად იყენებს კომპიუტერს და წუთში 50 სიტყვაზე მეტს ამბობს. და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია რისი გაკეთებაც მას შეუძლია.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)