reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილის „მარჯვენა ხელი“ გიორგი საბანაძე დასაოჯახებელია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 21:00
ინტერვიუ
ბიძინა ივანიშვილის „მარჯვენა ხელი“ გიორგი საბანაძე დასაოჯახებელია
ავტორი:
06 თებერვალი, 2014. 18:50

ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, ფონდი „მოქალაქე" დააფუძნა... ახლად შექმნილ ორგანიზაციასთან დაკავშირებით ჯერაც უამრავი დეტალია უცნობი და ბევრი კითხვა ღიად რჩება. ერთადერთი კონკრეტული სახელი და გვარი, რაც უკვე მედიისთვის და საზოგადოებისთვისაა ცნობილი - გიორგი საბანაძეა. საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით საბანაძე „მოქალაქის" აღმასრულებელი დირექტორია. სწორედ ის შეითავსებს ივანიშვილის პრესსპიკერობასაც.


ვინ არის გიორგი საბანაძე და როგორ მოხვდა ის „ქართული ოცნების" დამფუძნებლის გვერდით?! - ამ კითხვაზე თავად საბანაძე საუბარს ჯერჯერობით ერიდება...


- 30 წლის გიორგი საბანაძე თბილისელია. 1983 წელს დაიბადა...

- ოფიციალურ საბუთებში დაბადების თარიღად 15 დეკემბერი მიწერია, თუმცა დედა (ტატიანა საბანაძე) მეუბნება, რომ 12 დეკემბერს ვარ დაბადებული. რა თქმა უნდა, დედა უფრო სანდო წყაროდ მიმაჩნია, მაგრამ საბუთებში ყოველთვის 15 დეკემბერს ვწერ.


- რაც შეეხება განათლებას, რომელ სკოლაში სწავლობდით?

- თავს დემირელის კოლეჯელად მივიჩნევ, მიუხედავად იმისა, რომ დემირელი არ დამიმთავრებია. დამამთავრებელ კლასში ღამის სკოლაში გადავედი და უნივერსიტეტში ჩასაბარებლად რეპეტიტორებთან დავიწყე მომზადება.


- უმაღლეს სასწავლებელზე რას გვეტყვით?

- 2001 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ბაკალავრის დიპლომი ამ უნივერსიტეტის მაქვს. 2006 წელს მაგისტრატურაზე სწავლა „საქართველოს უნივერსიტეტში" - პიარისა და კომუნიკაციების განხრით გავაგრძელე.


- ახლა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში სწავლობთ?

- დიახ, უკვე მეორე წელია „ჯიპაში" ვსწავლობ - პოლიტიკის მიმართულებით.


- სამუშაო გამოცდილებაზე რას გვეტყვი?

- 2004 წელს, გაზეთ „7 დღეში" დავიწყე მუშაობა. სადაც სამი წლის მანძილზე საქართველოსა და საერთაშორისო-პოლიტიკურ მოვლენებზე ვწერდი.

2012 წელს, მეგობრებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია „nova societas"-ი დავაფუძნე, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც გახლავართ. გარდა ამისა, 2013 წლიდან დღემდე რადიო 106-ზე თოქ-შოუ „მეშვიდე სართული" მიმყავს. 2007 წლიდან დღემდე ვმუშაობ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ვარ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურული პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი.

გიორგის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისვლა, „პრაიმტაიმთან", ბიბლიოთეკის ყოფილმა დირექტორმა ბორის გაგუამაც გაიხსენა.


„გიორგი ბიბლიოთეკის ერთ-ერთი განყოფილების გამგედ კონკურსის წესით შეირჩა. ჩემი ხელმძღვანელობის დროს მოვიდა. ძალიან ნიჭიერი და კარგი ახალგაზრდაა. რაც მთავარია, შრომისმოყვარე და კეთილსინდისიერია" - განაცხადა „პრაიმტაიმთან" საუბარში ბორის გაგუამ.

ალბათ, ამ თვისებების გამო არ სურთ მასთან დამშვიდობება ბიბლიოთეკის თანამშრომლებს.


„ძალიან გვიხარია გიორგის ბატონ ბიძინა ივანიშვილის გვერდით ყოფნა. თუმცა გვწყინს, რომ ჩვენ ჩვენგან მიდის. ძალიან კარგი პიროვნება და კარგი უფროსი იყო. წ ასვლის შესახებ განცხადება ჯერ დაწერილი არ აქვს. თუმცა, უკვე ერთი თვეა შვებულებაშია და ახალ სამსახურში, ალბათ, იმდენად დატვირთული გრაფიკი ექნება, რომ ბიბლიოთეკას ვეღარ შეუთავსებს", - განუცხადა „პრაიმტაიმს" ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურული პნროგრამების განყოფილების სპეციალისტმა გულიკო გორდელაძემ.

როგორი გრაფიკით მოუწევს მუშაობა, ამაზე თავად გიორგი ჯერ არ საუბრობს. ჯერ თავის ფუნქცია-მოვალეობაშიც ბოლომდე გარკვეული არაა.

- როგორც საჯარო რეესტრშია დაფიქსირებული, ფონდ „მოქალაქეს"  აღმასრულებელი დირექტორი გახლავართ, ამასთან ერთად, ალბათ, პრესსპიკერის მოვალეობასაც შევასრულებ.


- როგორ გახდით ერთ-ერთი „მოქალაქე"?

- როგორ დააკომპლექტა გუნდი და ვინ იქნება ორგანიზაციაში, ამ კითხვაზეც პასუხს თავად ბატონი ბიძინა გასცემს.


- ანუ გამოდის, რომ გუნდი უკვე დაკომპლექტებულია?

- დიახ, ბირთვი უკვე არსებობს, თუმცა „მოქალაქე" ცოცხალი ორგანიზმია და მომავალში იქნება შესაძლებლობა წევრები დავიმატოთ.


P. S. კიდევ რამდენიმე დეტალი გიორგი საბანაძის ბიოგრაფიიდან: ქართულის გარდა, რიგით მეორე ცნობილი „მოქალაქე" სამ ენას, ინგლისურს, რუსულს და თურქულს ფლობს.

და ბოლოს, ცნობისთვის, სამოქალაქო სექტორში ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელი დასაოჯახებელია.

 

ეკა წივწივაძე

„პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016