რეპერი მისი ელიოტი ფარისებრი ჯირკვლის განუკურნებელი აუტოიმუნური დაავადებით იტანჯება, რომლის სიმპტომები მხედველობის პრობლემები და დაღლილობაა.
ცნობილი კალათბურთელი ირვინ „მეჯიქ" ჯონსონი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც განაცხადა, რომ აივ-შიდსით იყო დაავადებული. 1991 წელს მან შიდსთან ბრძოლის მხარდასაჭერად მეჯიქ ჯონსონის ფონდი დააარსა.
კიმ კარდაშიანი ფსორიაზით, პამელა ანდერსონი კი ცე ჰეპატიტითაა დაავადებული.
2012 წელს ცნობილი გახდა, რომ ოზი და შერონ ოზბორნების შვილი, ჯეკ ოზბორნი გაფანტული სკლეროზითაა დაავადებული. მას ამ დაავადების შედეგად მხედველობის სამოცი პროცენტი დააკლდა.
მაიკლ ჯეი ფოქსი, ალბათ, ყველაზე ცნობილი ადამიანია, ვინც პარკინსონის დაავადებით ავადმყოფობს. მსახიობმა პარკინსონის დაავადების კვლევის ცენტრი დააფუძნა.
(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)