ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსი დაიბადა 1812 წლის 7 თებერვალს. ფსევფონიმით - „Boz“ ის ვიქტორიანული ერის ყველაზე პოპულარული, ყველა დროის ერთ-ერთი პოპულარული მწერალია, რომლის ნოველებისა და მოკლე მოთხრობების ბეჭდვა არასდროს შეწყვეტილა.
ჩარლზ დიკენსის სახელთან დაკავშირებულია მთელი ეპოქა ინგლისური ლიტერატურის განვითარებაში. ჩარლზ დიკენსი დაიბადა საზღვაო უწყების მოსამსახურის ოჯახში. მან ბავშვობიდანვე იგემა ცხოვრების სიდუხჭირე. ოჯახი მუდამ სიღარიბეში იმყოფებოდა. ვალების გადაუხდელობის გამო მომავალი მწერლის მამა ჩასვეს მოვალეთა ციხეში, საიდანაც თავი დააღწია მოულოდნელად. დიკენსი 10 წლიდან მუშაობდა ვაქსის ფაბრიკაში. ბავშვობაში მიღებული განათლება არ ატარებდა რამდენადმე სისტემატურ ხასიათს. ის მუშაობდა სასამართლოსა და პარლამენტის რეპორტიორად. სამსახურმა ხელი შეუწყო მას ცხოვრებისეული გამოცდილების გამდიდრებაში. ბავშვობისა და სიჭაბუკის მძიმე წლები მან შემდგომ აღწერა თავის რომანებში „დავით კოპერფილდი“ და „პატარა დოროთი“.
ჩარლზ დიკენსი გარდაიცვალა 1870 წლის 9 ივნისს გულის შეტევით.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)