მინისტრთა კაბინეტისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ანგელოზის დღე მიულოცეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები ამ მიზნით საპატრიარქოში იმყოფებოდნენ. "ვულოცავ დღევანდელ დღეს მის უწმინდესობას. ვულოცავ მთელს საქართველოს. დღეს ერთ-ერთი გამორჩეული დღეა. ეს დღე უნდა იყოს დასაწყისი ყველაფერი იმის და კიდევ გაგრძელება, რასაც კათოლიკოს-პატრიარქი აკეთებს, ზრუნავს ჩვენი ერის, ჩვენი სამშობლოს წინსვლისთვის", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის თქმით კი, დღეს სასიხარულო დღეა. "დღეს ვზეიმობთ ილიაობას და ვულოცავთ მის უწმინდესობას და ყველა ილიას საქართველოში", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
დღეს, 20:00 საათზე პატრიარქისთვის დღევანდელი დღის მილოცვა საპატრიარქოში დაგეგმილ მიღებაზე მრევლს შეეძლება.