reportiori.ge - 7 თებერვლის ჰოროსკოპი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:39
სხვადასხვა
7 თებერვლის ჰოროსკოპი
ავტორი:
07 თებერვალი, 2014. 14:41

ვერძი: კარგი იქნება საკუთრ რეპუტაციას დიდ დროს თუ დაუთმობთ, არ შეიძლება მხოლოდ გარშემომყოფებზე ფიქრი და ზრუნვა. გახსოვდეთ, რომ საკუთარი თვი ყოველთვის ყველაზე წინ უნდა დააყენოთ, წინააღმდეგ შემთხევაში სამომავლოდ მიხვდებით, რომ თქვენს ირგვლივ მყოფებს შესაძლოა თქვენი პრობლემები არც კი აინტერესებდეთ.


კურო: სიჯიუტე დამღუპველია. ეს აუცილებლად ყოველთვის და ყველგან უნდა გახსოვდეთ, დღეს გამოვლენილი სიჯიუტე სამომავლოდ თქვენს წარუმატებლობას განაპირობებს. ამიტომ ეცადეთ მოუსმინოთ გარშემომყოფებს და მათი რჩევების გარკვეული ნაწილიც აუცილებლად გაითვალისწინეთ.


ტყუპები: დღეს იგრძნობთ, რომ გარშემომყოფები თქვენით მანიპულირებასა და თავიანთ სასიკეთოდ გამოყენებას ცდილობენ. ნუ მისცემთ ამის საშუალებას. თქვენი შესაძლებლობები თქვენვე განკარგეთ, სხვას კი ხელს ნუ დააფარებთ. მიხვდებით, რომ სიზარმაცე თქვენს დამარცხებას ვერ შეძლებს. სხვის სიზარმაცეზე კი თვალს ნუ დახუჭავთ თუ ეს ყოველივე თქვენთვის საზიანოა.


კირჩხიბი: დღეს ენერგიულობით ვერ დაიკვეხნით. მიხვდებით, რომ სიზარმაცემ შესაძლოა გძლიოთ, რაც თქვენი ხასიათის ნეგატიურობას განაპირობებს. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ხასიათის, (პოზიტიური თუ ნეგატიური) ქონის შემთვევაში, დაკისრებული მოვალეობები მაქსიმალურად კარგად უნდა შესრულდეს.


ლომი: შესაძლოა მიხვდეთ, რომ ფინანსურ საკითხებში უახლოეს მომავალში სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ, ამიტომ კარგი იქნება თადარიგს წინასწარ თუ დაიჭერთ. გადახედეთ საკუთარ შემოსავალს, განსაზღვრეთ თითოეული დეტალი და ფინანსები იმის მიხედვით გადაანაწილეთ.


ქალწული: თქვენი მორიდება თქვენივე მტერია. ნუ შეუშინდებით საკუთარი პოზიციების დაცვას. გახსოვდეთ რომ გარისკვა ყოველთვის მომგებიანია. ამიტომ რისკის გაღების შემთვევაში წაგებული არასდროს დარჩებით. სასწორი: ნუ შეუშინდებით საკუთარი აზრის გამოთქმას. მსგავსი სიტუაცია თქვენი წარმატების გარანტი იქნება. თუ ჩათვლით საჭიროდ თქვენი აზრის დაფიქსირებას ნურავის მოერიდებით.


მორიელი: დღეს შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეგექმნათ იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით, ამიტომ აუცილებლად გადახედეთ თქვენ ხელთ არსებულ თითოეულ კონტრაქტსა თუ საქმეს, რომელიც დიდ ყურადღებას ითხოვს.


მშვილდოსანი: დღეს შესაძლოა მოგონებებმა გარკვეული დროით წარსულში დაგაბრუნონ. ამიტომ ეცადეთ რეალობას ძალიან არ მოსწყდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელი შეგეშლებათ დაკისრებული მოვალეობების შერულებისას და შედეგად სერიოზული პრობლემებიც დაგატყდებათ თავს.


თხის რქა: ადამიანებისადმი თქვენი დამოკიდებულება ირგვლივმყოფებში სერიოზულ კონფლიქტს გამოიწვევს, რატომღაც არ ჩათვლით საჭიროდ გარშემომყოფებს თქვენს მიერ წამოგორებული სკანდალის არსი გააცნოთ და სხვის ნერვებზე თამაშით დიდ სიამოვნებასაც მიიღებთ, თუმცა ღამით, ძილის წინ თავს აუცილებლად ძალიან ცუდად იგრძნობთ.


მერწყული: ნუ ეცდებით სხვებს თქვენი პრობლემები აუხსნათ, კარგი იქნება თუ ყოველივე პირიქით მოხდება. ეცადეთ მეგობრების პრობლემების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღოთ და მათ ყოველივეს გადაწყვეტაში დაეხმაროთ.


თევზები: დღეს იგრძნობთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც მუდამ მეგობრობას გეფიცებოდნენ, შესაძლოა არც თუ ისეთი კარგები იყვენენ, როგორადაც თქვენ მიგაჩნიათ, ამიტომ სანამ ვინმესთან დამეგობრებას გადაწყვეტთ, მანამდე კარგად დაფიქრდით ღირს თუ არა ასე მოქცევა.


(მოამზადა თეო ტაბატაძემ)

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016