reportiori.ge - მთავარი პროკურატურა : ლევან კორტავას ცემა გონების დაკარგვის შემდეგაც რამდენიმე წუთის მანძილზე არ შეუწყვეტიათ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:50
სამართალი
მთავარი პროკურატურა : ლევან კორტავას ცემა გონების დაკარგვის შემდეგაც რამდენიმე წუთის მანძილზე არ შეუწყვეტიათ
ავტორი:
02 აგვისტო, 2013. 18:46

გეგუთის N მე-14 დაწესებულებაში ლევან კორტავასა და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ ილია შანშაშვილს შორის, ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოხდა. ილია შანშაშვილმა ლევან კორტავასთან კონფლიქტური სიტუაციის გარკვევა მსჯავრდებულ შოთა სინაურიძეს, მეტსახელად ბულდოგასდაავალა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ლევან კორტავასა და შოთა სინაურიძეს შორის დაწყებული საუბარი ფიზიკურ შეხლა-შემოხლაშ გადაიზარდა, რომლის მიმდინარეობისას ლევან კორტავამ ძალადობის საპასუხოდ, ხელი დაარტყა შოთა სინაურიძეს. გაირკვა, რომ მომხდარის თაობაზე უსაფრთხოების ინსპექტორ - ილია შანშაშვილ ინფორმირებული იყო, თუმცა მან  სამსახურებრივი მოვალეობა  უგულვებელყო და დანაშაული არ აღკვეთა.  ილია შანშაშვილის ამგვარი დამოკიდებულებით წახალისებულმა შოთა სინაურიძემ და ამავე დაწესებულებაში მცხოვრებმა ასევე მსჯავრდებულმა გიორგი შემაზაშვილმა (მეტსახელადგორსკი“) ლევან კორტავა ძალის გამოყენებით წაიყვანეს  N 338- საკანში, სადაც სხვა მსჯავრდებულებთან - სოლომონ დაშნიანთან, გელა უშხვანთან (მეტსახელადგალსკი“) და თეიმურაზ გურეშიძესთან (მეტსახელადრუბენიჩი“) ერთად ლევან კორტავას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ირკვევა, რომ  ლევან კორტავას საკანში შეყვანის შესახებ ილია შანშაშვილისათვის ცნობილი იყო, მიუხედავად აიმისა კონფლიქტის აღსაკვეთად არაფერი იღონა. N 338 საკანში ძალადობის შედეგად ლევან კორტავას ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. ცემის დასრულების შემდეგ კი მას მიეცა საკნის დატოვების საშუალება. 
რამოდენიმე წუთში ნაცემ ლევან კორტავასთან, რომელიც სხვა პატიმრებთან ერთად მივიდნენ ზემოხსენებული დაწესებულების პატიმრები ლაშა კვანტალიანი, შოთა სინაურიძე, გიორგი შემაზაშვილი, სოლომონ დაშნიანი, გელა უშხვანი, თეიმურაზ გურეშიძე და ნუგზარ ბუჩუაძე (მეტსახელადრიჟა“), რომლებმაც სასაუბროდ გაიხმეს ლევან კორტავა N 336 საკანში, სადაც იგივე მიზეზით - მსჯავრდებულ შოთა სინაურიძის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, ხელებითა და ფეხებით, ასევე ელექტრო ჩაიდანისა და ვენტილატორის მყარი დეტალის გამოყენებით, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, ჯგუფურად, გონების დაკარგვამდე, განსაკუთრებული სისასტიკით ცემეს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ლევან კორტავა. ამასთან ამ უკანასკნელის ცემა არ შეუწყვეტიათ გონების დაკარგვის შემდეგაც რამდენიმე წუთის მანძილზე.

შედეგად ლევან კორტავამ მიიღო მძიმე ხარისხის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, კერძოდ მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები შუბლის, ორივე თვალბუდის, მარჯვენა საფეთქლის და ცხვირის მიდამოში, სისხლჩაქცევებით ქალას რბილი საფარის ქსოვილში, რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ასევე ცხვირის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა. 

 

2013 წლის 23 მაისს, ლევან კორტავა მასზე განხორციელებული ძალადობით ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შედეგად განვითარებული ტვინის მკვეთრად გამოხატული შუშუპებისა და დარბილების გამო, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016