კულტურა
გურამ ოდიშარია: საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მომავალ კვირას იქნება
ავტორი: ანა ნოდია
07 თებერვალი, 2014. 15:02
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მიიღებს.
„საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება სავარაუდოდ, მომავალ კვირას იქნება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უპირველეს ყოვლისა, ძეგლი უნდა დავიცვათ. კიდევ გამოსაკვლევი და შესასწავლია ბევრი რამ და ახლა ეს პროცესი მიმდინარეობს. მომავალ კვირას შესაძლოა, თქვენთვის საინტერესო ბევრი რამ გახდეს ცნობილი", - აღნიშნა ოდიშარიამ.
13 თებერვალი, 2016. 13:40
12 თებერვალი, 2016. 00:11
09 თებერვალი, 2016. 00:52
08 თებერვალი, 2016. 17:08
08 თებერვალი, 2016. 16:03
08 თებერვალი, 2016. 12:02
04 თებერვალი, 2016. 12:00
04 თებერვალი, 2016. 11:23
03 თებერვალი, 2016. 12:30
03 თებერვალი, 2016. 04:27
31 იანვარი, 2016. 01:21
29 იანვარი, 2016. 21:29
29 იანვარი, 2016. 02:50