reportiori.ge - პოლონეთის 90 წლის ექს-პრეზიდენტის მეუღლე ქმარს ღალატში ადანაშაულებს და განქორწინებისთვის ემზადება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 03:46
მსოფლიო
პოლონეთის 90 წლის ექს-პრეზიდენტის მეუღლე ქმარს ღალატში ადანაშაულებს და განქორწინებისთვის ემზადება
ავტორი:
07 თებერვალი, 2014. 15:14

პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ვოიცეხ იარუზელსკის მეუღლე, 53-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ღალატის მოტივით, ქმართან განქორწინებას აპირებს. ამის შესახებ 84 წლის ბარბარა იარუზელსკაია პოლონურ გამოცემა Super Expressem-ს ესაუბრა.

ყოფილი პირველი ლედის სიტყვებით, მისმა 90 წლის მეუღლემ ინტიმური ურთიერთობა დაამყარა 50 წლის მალგოჟატა ვ.-სთან, რომელიც ადრე იარუზელსკების სახლის შინამოსამსახურე იყო. მას შემდეგ, რაც გენერალი ლიმფომის სამკურნალოდ საავადმყოფოში დააწვინეს, ეს ქალი  მისი მომვლელი გახდა. იარუზელსკაია ოჯახის დამანგრეველს ამორალურს უწოდებს. აღნიშნავს, მის ალკოჰოლისადმი მიდრეკილებას და ამბობს მალგოჟატამ ქმარი მომტაცაო.

ბარბარა იარუზელსკაიას თქმით ექს-პრეზიდენტმა უკვე გააფრთხილა, რომ განქორწინებას არ დათანხმდება, თუმცა თავად უკან დახევას არ აპირებს. „თუ ჩემი ქმარი ამ ქალს არ დაშორდება, აუცილებლად მივმართავ სასამართლოს“.

ვოიცეხ იარუზელსკი 1923 წლის 6 ივლისს დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ოჯახთან ერთად, ციმბირში გადაასახლეს. 1943 წელს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გენერალ ბერლინგის სამხედრო შენაერთში ჩაწერა და პოლონეთის I არმიის რიგებში იბრძოდა. ომის შემდეგ დაამთავრა ფეხოსანთა უმაღლესი სკოლა და პოლონეთის არმიის გენშტაბის აკადემია. 1960 წლიდან იკავებს მაღალ თანამდებობებს სამხედო ძალებში: მთავარი პოლიტსამმართველოს უფროსი, გენშტაბის უფროსი, მინისტრის მოადგილე, ნაციონალური თავდაცვის მინისტრი.

1981 წლიდან პოლონეთის პრემიერი და პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანია. 1981 წლის დეკემბერში პოლონეთში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. იყო ოპოზიციასთან მოლაპარაკების ერთ-ერთი ინიციატორი. 1989-90 წლებში პოლონეთის პრეზიდენტია.

ბარბარა და ვოიცეხ იარუზელსკებმა ერთმანეთი 1955 წელს გაიცნეს და 1960 წელს იქორწინეს. ჰყავთ 51 წლის ქალიშვილი მონიკა. ბოლო წლებში ბარბარა ერთგულად უვლიდა ჯანმრთელობაშერყეულ ექს-პრეზიდენტს და მათი ოჯახი დღემდე სანიმუშოდ ითვლებოდა.

 

 


                                                                                                                                                                                                                                                                                           (მოამზადა თამაზ ჩიქვანაიამ)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016