მოსკოვის 263-ე სკოლაში ტრაგედია დატრიალდა. ფაქტი ბევრისთვის არის ცნობილი: 15 წლის მოზარდმა მოკლა მასწავლებელი და პოლიციელი, მძიმედ დაჭრა კიდევ ერთი სამართალდამცველი.
...მოსკოვი. ბასმანის სასამართლო. სერგეი გორდეევის საბოლოო სიტყვა:
... ცინიზმი
...მომხდარს ვნანობ. გამიშვით სახლში - მშობლებთან...
მოსამართლე მუშნიკოვამ გორდეევი სახლში არ გაუშვა. იგი ორთვიან პატიმრობაში დატოვა, როგორც მძიმე დანაშაულის ჩამდენი და საზოგადოებრივად საშიში.
მომხდარის დაწვრილებითი აღწერა ძნელია, იმის გამო რომ მედიისათვის დამაფიქსირებელი ვიდეოკამერების მიერ გადაღებული კადრები მიუწვდომელია, მრავალრიცხოვანი თვითმხილველის ჩვენება კი - ხშირად ურთიერთგამომრიცხავი.
დეტალების ასეთმა განუკითხავმა არევ-დარევამ რაშიც „თავი გამოიჩინეს“ „კომსამოლსკაია პრავდამ“, „პო გორიაჩიმ სლედამ“ (ცხელ კვალზე) საქმე იქამდეც კი მიიყვანა, რომ გამოქვეყნებულ ფოტოსურათსაც კი, დამნაშავე სერგეი გორდეევთან არაფერი ჰქონდა საერთო...
...ერთერთი საუკეთესო მოსწავლე სკოლაში მამისაგან მოპარული კარაბინით გამოცხადდა. ბევრი რამ გაურკვეველია, მოკლა დაცვის თანამშრომელი, შევიდა სკოლის დირექტორის კაბინეტში, ამის შემდეგ მიადგა გეოგრაფიის კაბინეტს. თანაკლასელები მას ოვაციით შეხვდნენ, მაგრამ ეს ოვაცია ზაფრამ შეცვალა, როცა მან თოფიდან გასროლით მოკლა გეოგრაფიის მასწავლებელი. მთელი ამ ხნის მანძილზე მის მონოლოგს უსმენდნენ მოსწავლეები - რომ იგი სოლიპსიზმის მიმდევარია, (რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ერთადერთ რეალობად საკუთარ შემეცნებას მიიჩნევს ), რომ მას სიკვდილი იმისთვის უნდა, რომ გაიგოს - „რა არის იქ, ბოლოში“. ამ „მონოლოგის“ დროს მისი ტელეფონი არ დადუმებულა - იგი ესაუბრებოდა დედას, ბებიას, მამას. ტელეფონზე საუბრის დროს გაისროლა კარის მიმართულებით და დაჭრა არასაუწყებო დაცვის თანამშრომელი. სროლა დაუწყო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთნილ ვერტფრენსაც.
...ტრაგედიის შემდეგ გორდეევის წინააღმდეგ საქმე აღიძრა მძევლების აყვანის, მკვლელობის და სამართალდამცველების სიცოცხლეზე თავდასხმის მუხლით.
ბრალდებულის დედამ სასამართლო პროცესზე შვილის ინტერესების დაცვაზე უარი, გორდეევმა კი, ვნანობ და სახლში გამიშვითო განაცხადა.
ასეთია, ეს ახალი უბედურება - სოლიპსიზმი.
(მოამზადა მერაბ ხაჩიძემ)
მასალის დეტალურად გასაცნობად ეწვიეთ ლინკს:
Кровавый урок