reportiori.ge - აშშ-მა საქართველოში მოქმედ 8 კომპანიას ირანის გამო სანქციები დაუწესა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 03:35
მსოფლიო
აშშ-მა საქართველოში მოქმედ 8 კომპანიას ირანის გამო სანქციები დაუწესა
07 თებერვალი, 2014. 17:03

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შეზღუდვები დაუწესა საქართველოში მოქმედ სამ მეწარმესა და მათ მიერ კონტროლირებად რვა კომპანიას აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლისთვის.

 

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში წერია, რომ კომპანიები და პირები, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები დაწესდა, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ირანის ბირთვული პროგრამაში.

 

ამასთან, საქართველოში მოქმედი კომპანიებისა და კერძო პირების გარდა, სანქციები დაუწესდათ თურქეთში, ესპანეთში, გერმანიაში, ავღანეთში, ირანში, გაერთიანებული არაბეთის საამიროებსა და ლიხტენშტაინში მოქმედ კომპანიებსა და კერძო პირებს. 


ამასთან, ვაშინგტონმა უკვე მეორედ დაუწესა შეზღუდვები იმ პირებს, ვინც გვერდს უვლის ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს.

 

 
აშშ-ის მიერ კომპანიებისთვის დაწესებული სანქციები ამერიკელი მოქალაქეებისთვის ამ კომპანიებთან და პირებთან ყველანაირი საქმიანი კონტაქტის აკრძალვას ითვალისწინებს, ასევე .. "შავ სიაში" მოხვედრილთა ნებისმიერი აქტივის შეჩერებას, რომელიც აშშ-ის იურისდიქციაში იმყოფება. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016