რეგიონები
ზესტაფონში ფეროშენადნობი ქარხანა შენდება
07 თებერვალი, 2014. 17:21
მთავრობის განკარგულებით, კომპანია „ჯი თი ემ გრუპს“ ზესტაფონის სოფელ არგვეთაში ორი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 27 ათასი კვადრატული მეტრი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 110 ათას ლარად გადაეცა. ინვესტორმა აღნიშნულ ტერიტორიაზე ფეროშენადნობი ქარხანა უნდა ააშენოს.
Commersant.ge-ს ინფორმაციით, საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, კომპანიამ ახალ საწარმოში სულ მცირე, 4 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. მშენებლობა კი სამი წლის ვადაში უნდა დასრულდეს.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის კუთვნილი სილიკონ მარგანეცის მწარმოებელი მინი ქარხანა, რომელიც არგვეთაში მდებარეობდა, გასული წლის ივნისში აფეთქდა, თუმცა, მსხვერპლი არ მოჰყოლია.
(მოამზადა ლილუ მოროტაძემ)
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57