reportiori.ge - 2015 წლისთვის მთელი საქართველო გამრიცხველიანებული იქნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:44
რეგიონები
2015 წლისთვის მთელი საქართველო გამრიცხველიანებული იქნება
07 თებერვალი, 2014. 17:29

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, 23 სოფელში ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა. კომპანიის ინფორმაციით, 2014 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე "ენერგო–პრო ჯორჯიამ" გაამრიცხველიანა 8 235 აბონენტი, რაშიც კომპანიამ 2 058 750 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. კერძოდ, ევროსტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველები დამონტაჟდა გორის რაიონის სოფელ ტინისხიდში (510 აბონენტი), მარტვილის რაიონის სოფელ ნახუნაოში (311 აბონენტი), წალენჯიხის რაიონის სოფლე ჭალეში (382 აბონენტი), ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში (934 აბონენტი), ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკისციხეში (237 აბონენტი) და კიდევ 18 სოფელში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მასშტაბით.


„ინდივიდუალური გამრიცხველიანება ჩვენი კომპანიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია. ჩვენი ტექნიკური სამსახური მაქსიმალურად ცდილობს, სამუშაოები წარმართოს ეფექტურად, რაც გვეხმარება აბონენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში", - განაცხადა "ენერგო-პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ავთო დვალიშვილმა.


გამრიცხველიანებასთან ერთად აქტიურად მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოებიც, რომლებიც მოიცავდა ქსელის რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც მთლიანად შეიცვალა ამორტიზირებული სადენები ახალი სადენებით, ძველი ხის ბოძები - ახალი ბოძებით, გარემონტდა სატრანსფორმატორო პუნქტები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქსელის ინფრასტრუქტურა. 


კომპანია განაგრძობს გამრიცხველიანების სამუშაოების წარმოებას და 2015 წლისთვის გამრიცხველიანებული იქნება მთელი საქართველო. 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016