reportiori.ge - რა ფერის თმა მოგიხდებათ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:48
სხვადასხვა
რა ფერის თმა მოგიხდებათ?
ავტორი:
07 თებერვალი, 2014. 18:04

თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ქერა, თუ...

ქერა თმის ბევრნაირი ტონი არსებობს.  ოქროსფერი თმა მწვანე ან ყავისფერ თვალებსა და მოოქროსფერო სახის კანს უხდება. ცივ ცისფერსა და ნაცრისფერ თვალებს კი უფრო ფერფლისფერი თმა მოუხდება. ძალიან ღია ფერის ქერა თმა ან ძალიან ახალგაზრდა გოგონებს, ან იდეალური სახის კანის მქონე მოუხდებათ.

 

ყოველთვის გახსოვდეთ: ქერად შეღებილ თმას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება! თმის ძირები ყოველ 2 კვირაში უნდა შეიღებოთ.


თქვენ შეგიძლიათ გახდეთ შავგვრემანი, თუ...

თქვენი თმა რუხი ტონებისკენ იხრება. თუ გიჭირთ ზუსტად განსაზღვროთ ფერი, შეიღებეთ წაბლისფრად. წაბლისფერი თმა განსაკუთრებით მუქ კანს და ყავისფერ თვალებს უხდება. თუ თქვენ ლურჯი ან მწვანე თვალები გაქვთ და ღია ფერის კანი, მუქი თმა იმ შემთხვევაში მოგიხდებათ, თუ თქვენი თმის ნატურალური ფერი მიდრეკილია გამუქებისკენ. 

თუ ერთი ან ორი  ტონით გაიმუქებთ თმას, ეს სიკაშკაშესა და ექსტრავაგანტურობას შეგმატებთ. კიდევ ერთი წესი - მუქი ფერი ხშირ და ჯანმრთელ თმას უხდება. თხელ თმაზე მუქი ფერი ცუდად გამოიყურება. მუქი თმა კიდევ იმითაა კარგი, რომ ძირების ხშირ შეღებვას არ საჭიროებს. 


კიდევ ერთი უპირატესობა: თქვენი თვალები უფრო გამოკვეთილი გახდება, ხოლო კბილები უფრო თეთრად გამოჩნდება. ამასთანავე, თავისუფლად შეძლებთ მკვეთრი მაკიაჟის გამოყენებას, რაც ქერებს ვულგარულობას მატებს.



თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ჟღალთმიანი, თუ...

თქვენ ამის განწყობა გაქვთ! საკვირველია, მაგრამ ამ ფერის თმა - უნივერსალურია და თითქმის ყველა ქალს უხდება! ყველაზე მეტად ცივი ტონალობის კანის მქონე ქალბატონებს. თბილი შეფერილობის კანის მქონე ქალებისთვის შედარებით ძნელია ტონის არჩევა, მაგრამ მაინც შესაძლებელია. 


თუ კანი მოოქროსფერო ან ატმისფერია, მიაქციეთ ყურადღება სპილენძისფერის უფრო "თბილ" ტონებს, რომელთაც ყვითელი ფერის საფუძველი (ბაზა) აქვს.



წითელი ფერი

წითელი ფერის ტონებიც უამრავია. ასეთი ფერი ყველაზე მეტად ბუნებრივად შავგვრემნებს მოუხდებათ, რომლებსაც შოკოლადისფერი თმა და ყავისფერი თვალები აქვთ. 


ცისფერი და იასამნისფერი თმა

ყველაზე მეტი შანსი, რომ "მალვინას"დაემსგავსონ, ღია ფერის კანისა და ღია ფერფლისფერი თმის მქონე გოგონებს აქვთ! ასეთ ფერებთან სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ! მათ შეუძლიათ კანს მოყვითალო ელფერი მისცენ და ყოველი ნაკლი და ხარვეზი გამოკვეთონ. 


ასე რომ, სანამ თმას შეიღებავთ, მოირგეთ იმ ფერის პარიკი, რათა დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად მოგიხდებათ!

ჟურნალ „და ქალის" მასალებზე დაყრდნობით

მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016