reportiori.ge - მამა მიქაელ ბოტკოველი: დედა პარასკევას კელიის დემონტაჟი მამა გაბრიელის საფლავის გახსას უკავშირდება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 02:08
რელიგია
მამა მიქაელ ბოტკოველი: დედა პარასკევას კელიის დემონტაჟი მამა გაბრიელის საფლავის გახსას უკავშირდება!
ავტორი:
07 თებერვალი, 2014. 18:38

უახლოეს 3-4 კვირაში სამთავროს დედათა მოსანტერში, წმინდანად შერაცხული მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნება.  ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განცხადა.

 

მისივე თქმით, მამა გაბრიელის საფლავის გახსნა და წმინდა ნაწილების ამოსვენება საზეიმო ვითარებაში მოხდება. წმინდანს სამთავროს დედათა მოსანტრის მთავარ ტაძარში დაკრძალავენ.

 

მამა მიქაელ ბოტკოველის ინფორმაციითდედა პარასკევას  მცირე კელიის დემონტაჟიც მოხდება, რომლის ირგვლივაც ბოლო დღეებში ინფორმაციები ვრცელდებოდა. მისი თქმით, ეს სწორედ საფლავის გახსნისთვის მზადებას უკავშირდება.

 

გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და კელიის დემონტაჟიც ამ საკითხს უკავშირდება. ამან ერთგვარი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დედა პარასკევა იყო საპატრიარქოში. მისი უწმინდესობა გაესაუბრა მას და არანაირი კითხვები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს“, - დასძინა მამა მიქაელმა.

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 2012 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომაზე არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) წმინდანად შერაცხა. მას ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი ეწოდა და მისი ხსენების დღედ გარდაცვალების დღე, 2 ნოემბერი, დაწესდა.

 

 

                                                                                                              (მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016