reportiori.ge - გეგუთის მე-14 დაწესებულების შვიდ მსჯავრდებულს ლევან კორტავას მკვლელობის გამო 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:45
სამართალი
გეგუთის მე-14 დაწესებულების შვიდ მსჯავრდებულს ლევან კორტავას მკვლელობის გამო 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ავტორი:
02 აგვისტო, 2013. 19:12

ლევან კორტავას სასიკვდილო შედეგით დასრულებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების ბრალდებით, სამართალდამცველებმა, ადრე ნასამართლევი გიორგი შეაზაშვილი დააკავეს.
„დღესვე ასევე დაკავებულ იქნა ზემოაღნიშნული ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენი ერთ-ერთი პირი, ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი გიორგი შემაზაშვილი, რომელიც ზემოაღწერილი დანაშაულის ჩადენის შემდეგ, 2013 წლის 7 ივნისს სასჯელის მოხდის გამო გათავისუფლებული იყო საპატიმრო დაწესებულებიდან. მას ბრალად წარედგინება სასიკვდილო შედეგით დასრულებული, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ" და „ე" ქვეპუნქტებით, მეექვსე ნაწილით, მეშვიდე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტითა და მერვე ნაწილით, რაც ათიდან ცამეტ წლამდე  თავისუფლების აღკვეთას  თვალისწინებს.  იგივე ბრალდება წარედგინებათ დანაშაულის ჩამდენ დანარჩენ პირებსაც - ლაშა კვანტალიანს, შოთა სინაურიძეს, სოლომონ დაშნიანს, გელა უშხვანს, თეიმურაზ გურეშიძეს და ნუგზარ ბუჩუაძეს, რომლებიც ამჟამადაც საპატიმრო დაწესებულებაში  არიან"- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცახდებაში. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016