ლევან კორტავას სასიკვდილო შედეგით დასრულებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების ბრალდებით, სამართალდამცველებმა, ადრე ნასამართლევი გიორგი შეაზაშვილი დააკავეს.
„დღესვე ასევე დაკავებულ იქნა ზემოაღნიშნული ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენი ერთ-ერთი პირი, ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი გიორგი შემაზაშვილი, რომელიც ზემოაღწერილი დანაშაულის ჩადენის შემდეგ, 2013 წლის 7 ივნისს სასჯელის მოხდის გამო გათავისუფლებული იყო საპატიმრო დაწესებულებიდან. მას ბრალად წარედგინება სასიკვდილო შედეგით დასრულებული, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ" და „ე" ქვეპუნქტებით, მეექვსე ნაწილით, მეშვიდე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტითა და მერვე ნაწილით, რაც ათიდან ცამეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას თვალისწინებს. იგივე ბრალდება წარედგინებათ დანაშაულის ჩამდენ დანარჩენ პირებსაც - ლაშა კვანტალიანს, შოთა სინაურიძეს, სოლომონ დაშნიანს, გელა უშხვანს, თეიმურაზ გურეშიძეს და ნუგზარ ბუჩუაძეს, რომლებიც ამჟამადაც საპატიმრო დაწესებულებაში არიან"- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცახდებაში.