reportiori.ge - ყირიმის მიმართვას რუსეთის ფედერაციის დასახმარებლად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 04:35
მსოფლიო
ყირიმის მიმართვას რუსეთის ფედერაციის დასახმარებლად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა
ავტორი:
07 თებერვალი, 2014. 20:17

ყირიმის რუსეთის ფედერაციისთვის დასახმარებლად მიმართვის კომენტირებისას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ერეოდა და არ ერევა უკრაინის შინაურ საქმეებში.

„მიგვაჩნია, რომ უკრაინის ხელისუფლება საკმაოდ ქმედითუნარიანია, საიმისოდ რომ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღოს. ამ პროცესებში არ ვერეოდით და არ ჩავრეულვართ. ერთადერთი -  ჩვენ შორის მიმდინარეობს მრავალვექტორიანი დიალოგი, ყველა მიმართულებით, პრაქტიკული პოლიტიკისა და ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის დროს  წამოჭრილი მტკივნეული საკითხების მოსაგვარებლად.“ - გადმოგვცემს რია „ნოვოსტი“.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მოითხოვა კონსტიტუციაში ავტონომიის შესახებ ცვლილებების შეტანა და დახმარებისა და თავდაცვისათვის რუსეთს მიმართა. ამ ინიციატივით გამოსულ დეპუტატთა ჯგუფს სათავეში უდგას ავტონომიის  პარლამენტის ყოფილი სპიკერი, პარტია „ რუსკოე ედინსტვოს“ ერთერთი ლიდერი, სერგეი ცეკოვი და რეგიონალური პარტიის დეპუტატი, ვლადიმერ კლიჩნიკოვი.

„იმის გამო რომ ყირიმი, ეს რუსეთის ავტონომიაა ნაციონალობით, კულტურითა და ენით, ჩვენ, უბრალოდ, მოვალენი ვიყავით მიგვემართა რუსეთის ფედერაციისთვის“ -განაცხადა კლიჩნიკოვმა. ხოლო სერგეი ცეკოვმა გაზეთ „ვზგლიადს“ განუცხადა, რომ „მაიდანში“ გამართული აქციის დროს გამოფენილი რუსოფობიული ლოზუნგები და ორატორთა გამოსვლები გახლავთ ის მუხტი, რაც ყირიმს ასეთი ნაბიჯისკენ უბიძგებს.“

მან ასევე განაცხადა - „ ყირიმი, ეს რუსული, რუსულენოვანი და რუსული კულტურის მატარებელი ანკლავია და არაფერია უცნაური იმაში, რომ მათ რუსეთს სთხოვეს თანადგომა. ის, ვისაც  ჩვენი ასეთი რეაქცია აკვირვებს, უბრალოდ, ვერ ხვდება აშკარა რეალობას.“

უკრაინის ოპოზიციური პარტიის „სვობოდას“ დეპუტატმა, ედუარდ ლეონოვმა, სეპარატისტული მოწოდებებისათვის, ყირიმის უმაღლესი საბჭოს წევრების პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.

 

 

(მოამზადა მერაბ ხაჩიძემ)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016