reportiori.ge - ლავრენტი ბერიას საიდუმლო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 16:46
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ლავრენტი ბერიას საიდუმლო
ავტორი:
07 თებერვალი, 2014. 22:03

ლავრენტი ბერია 1953 წლის 23 დეკემბერს დახვრიტეს. „საბჭოთა გიმლერის“, ასე მონათლა იგი თვით სტალინმა,  სიცოცხლეში, მასზე ხუმრობას გაურბოდნენ.

 

მუსავატელთა კონტრდაზვერვა

ბერია ქუთაისის გუბერნიის სოფელ მერხეულში, გლეხის ოჯახში დაიბადა. ოჯახის  ხელმოკლეობის მიუხედავად მაინც შეძლო კარგი განათლებისა და მშენებელ-არქიტექტორის დიპლომის მიღება. სიჭაბუკეში შევიდა ბერია არალეგალურ მარქსისტულ ჯფუფში, რევოლუციის შემდეგ კი მუშაობდა ქალაქის ბოლშევიკურ ორგანიზაციაში. მალე ბაქოს რესპუბლიკა თურქულ-აზერბაიჯანული ჯარების ზეწოლის ქვეშ მოხდა. ამ დროიდან იწყება ბერიას ბიოგრაფიის ყველაზე ბნელი ისტორია - იგი მუსავატელთა (აზერბაიჯანის) აგენტი ხდება. მისი ვერსიით - ორმაგი აგენტის როლში ბოლშევიკების დავალებას ასრულებდა. სხვა ვერსიით, იგი უბრალოდ პროლეტარული რევოლუციის მტრების მხარეს აღმოჩნდა.

 

ჯალათი

იალტის კონფერენციაზე რუზველტის შეკითხვას: „ვინ არის ბერია?“ - სტალინმა უპასუხა: „ის ჩვენი გიმლერია“. თუმცა მასობრივ რეპრესიებში მისი მონაწილეობის მასშტაბი ჯერ კიდევ დისკუსიის  საგანია.

 

1938 წელს „ეჟოვშჩინის“ დამთავრებისა და „ნკვდ“-ს  ხელმძღვანელად ბერიას დანიშვნის შემდეგ, დახვეტა-დაჭერების ტალღა შემცირდა, ბევრი საქმე გადასახედად დაბრუნდა. ბერიას სახელს, ზოგიერთი რაღაც „დათბობის“ მაგვარსაც კი უკავშირებს. ერთი ვერსიით: დამთავრდა რეპრესიების ერთი ეტაპი - დაიწყო მეორე. ბერია ხელს აწერდა დასახვრეტთა სიებს, ხელმძღვანელობდა ხალხის გადასახლების ოპერაციებს, მან შექმნა ე.წ. СМЕРШ-ი (სიკვდილი ჯაშუშებს). მისი მოღვაწეობის პერიოდში გარდაიქმნა „ნკვდ“ დამსჯელი რევოლუციური ორგანოდან, თავისი  ასიათასობით პატიმრით, სამეურნეო-სამრეწველო კომპლექსად. რეპრესიული ფუნქციები კი, სახელწიფო უშიშროების კომიტეტს გადაეცა. ბერიას ბევრი სადისტად მიიჩნევს, მაგრამ ყველაზე კარგად მას სამეცნიერო-ტექნიკური პროექტების რეალიზაცია ხელეწიფებოდა, რაც ცოტა არ იყოს, ნაკლებად თავსებადია მისი სისხლიანი ჯალათის სახესთან. მაინც, ვინ იყო ბერია: დაბადებული სადისტი თუ სხვისი ნების ტექნიკური შემსრულებელი?

 

კატინის დახვრეტა

გავიდა ათეულობით წელი, განსაიდუმლოვდა ბევრი საარქივო დოკუმენტი (კერძოდ, ცნობილი „პაკეტი N 1“). რუსეთის ხელმძღვანელობამ აღიარა დახვრეტის ორგანიზებაში „ნკვდ“-ს  პასუხისმგებლობა. თუმცა იგი ისევ რჩება რუსულ-პოლონური ურთიერთობის ყველაზე მტკივნეულ თემად.

 

ხუთი ათასი ადამიანი უშუალოდ კატინის ტყეში, ხოლო მთლიანად ოპერაციის ფარგლებში ოცი ათასი პოლონელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს. შემაძრწუნებელია ოპერაციის დეტალები: ხელებშეკრულ პოლონელებს გერმანული იარაღით ხვრეტდნენ, ხოლო გვამებს საერთო ორმოში ყრიდნენ. ამ სასტიკი ბრძანების ავტორი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი ლავრენტი ბერია იყო.

 

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი ზემოთ მოყვანილის გაბათილებას სტალინისეული ინტერპრეტაციით ცდილობს: პოლონელებს გერმანელები ხვრეტდნენ და საბჭოთა კავშირი არაფერ შუაშია.

 

ცისფერი წვერი

ბერიას ერთ-ერთ მთავარ ბრალდებად სასამართლოზე - „მორალურად დეგრადირებულობა“ წაუყენეს. მოსკოვში ბერიას მიერ ჩადენილი მრავალრიცხოვანი გაუპატიურების შესახებ ჭორები მრავლად დადიოდა. თითქოს და მისი ხელქვეითები ქუჩაში იტაცებდნენ ქალებს და მასთან აგარაკზე მიჰყავდათ. ცნობილი საბჭოთა მსახიობი, ტატიანა ოკუნევსკაიაც, იხსენებს  რამდენიმე შემთხვევას თავისი მემუარების წიგნში.

 

1948 წელს, ნინა ჟვანიაზე დაქორწინებულ ბერიას, 16 წლის ლილია დროზდოვა შეუყვარდა, ვისგანაც მას ქალიშვილი შეეძინა. ბერიას დახვრეტის შემდეგ, თავის გადარჩენის მიზნით (დროზდოვას შემდეგ ბერიას პრაქტიკულად ორი ოჯახი ჰყავდა), დროზდოვამ განაცხადა, რომ იგი ბერიამ გააუპატიურა. ასეთი ფაქტებისა და განცხადებების შემდეგ ძნელია ჭეშმარიტების დადგენა - ბერიას თავგადასავლებში რომელია ტყუილი და რომელი - მართალი.

 

პროგრამა N 1

1945 წელს ბერია საბჭოთა ატომურ პროექტს ხელმძღვანელობდა. მისი ხელქვეითი, არა გიგანტური რეპრესიული მანქანა, არამედ ბრწყინვალე საბჭოთა ინტელექტუალები იყვნენ: სახაროვი, ზელდოვიჩი, კურჩატოვი, ტუპოლევი, კარალიოვი და უამრავი სხვა. დაიწყო დახურული სამხედრო ქალაქების მშენებლობა. დამარცხებული გერმანიიდან ჩამოჰყავთ სპეციალისტები და ჩამოაქვთ აღჭურვილობა. 4 წლის შემდეგ სემიპალატინსკში წარმატებით გამოსცადეს პირველი სამამულო წარმოების ატომური ბომბი, რისთვისაც 1949 წლის 29 ოქტომბერს ლენინის ორდენითა და სტალინური პრემიით, „ატომური ენერგიის წარმოების საქმეში წარმატებული მუშაობისა და ატომური იარაღის წარმატებით გამოცდისათვის“, დაჯილდოვდა. მისი როლი ატომური პროექტის განხორციელებაში დღემდე არაერთმნიშვნელოვანია. შეიძლებოდა თუ არა ამოცანის ადრე შესრულება? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: უნდა ვუმადლოდეთ, თუ მის გარეშეც შეიძლებოდა აღნიშნულის განხორციელება?

 

ბელადის მკვლელი

მეტი და მეტი ისტორიკოსი იხრება იმ აზრისკენ, რომ სტალინის სიკვდილი კრემლში მოწყობილი შეთქმულების შედეგია. მიზეზები ნათელია: სიბერეში შესული ბელადი პარტიული ელიტის ახალ წმენდას გეგმავდა: „ლენინგრადის საქმე“, „მეგრელთა საქმე“. რის გამოც, პოლიტბიუროს ვერც ერთი წევრი თავს დაცულად ვეღარ გრძნობდა. განსაკუთრებით - ბერია.

 

თუ ბელადის მოცილების მიზნით შეთქმულება ნამდვილად არსებობდა და სტალინი ნამდვილად მოწამლეს, მაშინ ამ საქმის ორგანიზატორი ნამდვილად ბერია იქნებოდა.

 

რეფორმატორი

სტალინის სიკვდილის შემდეგ, უსაზღვრო ძალაუფლებით აღჭურვილი ბერია, განსაკუთრებით და უჩვეულოდ  გააქტიურდა, თითქმის მაშინვე გამოვიდა ფართომასშაბიანი ამნისტიის იდეით, რომელიც განახორციელა კიდეც. აკრძალა წამება და სათავე დაუდო პოლიტპატიმართა რეაბილიტაციის საქმეს. ბერია ცდილობდა მოემწიფებინა, ორი - ფედერაციული და დემოკრატიული გერმანიის გაერთიანების საკითხი, ასევე გამოდიოდა საბჭოთა რესპუბლიკების „თვითდამკვიდრების“ ინიციატივითაც. მისი აზრით, იმპერიის ცალკეული ნაწილებისათვის (იგულისხმება მოკავშირე რესპუბლიკები) ადგილობრივ, ნაციონალურ ელიტას უნდა ეხელმძღვანელა და არა მოსკოვის ხელდასმულ ადამიანს.

 

ბერია ქვეყნის მმართველობაში კომუნისტური პარტიის როლის შეკვეცასაც გეგმავდა, აგიტაცია-პროპაგანდის ფუნქციის შეზღვუდვის ხარჯზე. იდეაში, რეალური მმართველობა ტექნოკრატებისა და სპეციალისტების ხელში უნდა გადასულიყო. ფაქტობრივად, საქმე გვაქვს, მთელი საბჭოთა სისტემის ლიბერალიზაციასა და ძირეულ გარდაქმნასთან. ხრუშოვისაგან განსხვავებით, ბერიასეული „დათბობა“ ბევრად შორს გამიზნული  ქმედება იყო, მაგრამ ეს არ მოხდა. როგორც შემდეგ ისტორიკოსები ხუმრობდნენ: „ლავრენტი პავლიჩ ბერიამ დაკარგა „დავერია“, ამხანაგი მალენკოვი პანჩურით მოერია“.

 

კრემლში ძალაუფლებისათვის ბრძოლაში ბერია და მისი მხარდამჭერები დამარცხდნენ. ისინი დააპატიმრეს და დახვრიტეს. თუმცა შეკითხვა: „რასთან გვქონდა საქმე და სადამდე მიიყვანდა ეს ყველაფერი ქვეყანას?“ -  ისევ რჩება.

 

(მოამზადა მერაბ ხაჩიძემ)

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016