სპორტი
მძლეოსნობაში ზამთრის ღია ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო
ავტორი: თამარ ნადარეიშვილი
08 თებერვალი, 2014. 13:05
მძლეოსნობაში დღეს ზამთრის ღია ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. შეჯიბრება აღლუმით გაიხსნა. მძლეოსნობის ფედერაციის ინფორმაციით, შეჯიბრება როგორც გუნდურად, ისე ცალკეულ სპორტსმენებში ტარდება. ჩემპიონატში საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელი მონაწილეობს. შეჯიბრების ბოლოს საქართველოს გამარჯვებული რეგიონის გუნდიც გამოვლინდება.
როგორც ფედერაციაში განმარტავენ, ღონისძიების შემდგომ დაკომპლექტდება საქართველოს ნაკრები, რომელიც თბილისში ჩასატარებელი „ევროპის გუნდური ჩემპიონატისთვის" ინტენსიურ მზადებას დაიწყებს. აღნიშნული ჩემპიონატი თბილისში 21-22 ივნისს ჩატარდება. ხვალ შეჯიბრება ჭოკით ხტომაში, გარბენებსა და სიგრძეზე ხტომაში მოეწყობა, ხოლო დაჯილდოების ცერემონია 13:40 საათზე გაიმართება.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19