reportiori.ge - სოჭი 2014 – ფოტორეპორტაჟი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 03:24
მსოფლიო
სოჭი 2014 – ფოტორეპორტაჟი
08 თებერვალი, 2014. 13:20

სოჭში ზამთრის ოლიმპიადის გახსნას მილიონობით მაყურებელი ჰყავდა. ჩვენთან, რატომღაც, ყველა ჩასაფრებული უყურებდა და ხარვეზებს ეძებდა; წუნი, რა თქმა უნდა იყო, მაგრამ სანახაობა მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა. რუსული საიტები გუშინდელი მოვლენის ამსახველი ფოტოებით არის აჭრელებული. შევეცადე მათგან საინტერესოები შემერჩია და მცირეოდენი კომენტარიც დავურთე. 

 

 

წითელი შორტი ბერმუდებმა აჩუქეს მსოფლიოს, ეს გასაგებია, მაგრამ ზამთრის ოლიმპიადაზეც შორტებში?

 

 

 

ამის მერე რამე თუ გამაკვირვებდა აღარ მეგონა. თუმცა კაიმანის კთუნძულების წარმომადგენლებმა საერთოდ ფურორი მოახდინეს. თურმე, მარტო ჩვენ არ ვცემთ პატივს „შლიოპანცებს“.

 

 

 

აღმოსავლეთ ტიმორი. ბევრმა ასეთი ქვეყნის არსებობაც არ იცის. ნაციონალური ქვედაბოლო „სარონგა“ რომ აცვიათ არ მიკვირს, მაგრამ მის ქვეშ შარვალი რა უბედურებაა. ეტყობა, ტიმორიდან კაიმანის კუნძულებამდე ძალიან შორია.

 

 

 

ესპანელები რომ ბერეტებით გამოვიდოდნენ ყველამ იცოდა, ახლა მათ შვედებმაც მიბაძეს.

 

 

ბრიტანელებმაც ყველა გააოცეს. ამ „უშანკებში“ და უნიფორმაში ძალიან დაემსგავსნენ რუსულ ОМОН-ს.

 

 

 

ბრიტანელებს არც კანადელები ჩამორჩნენ და მისი უდიდებულესობის ცხენოსანი პოლიციის ფორმა მოირგეს.

 

 

 

ბელორუსების ჩაცმულობაში თითქოს უცნაური არაფერია, მაგრამ აი მუსიკალური თანხლების კი რა მოგახსენოთ. გახსოვთ, ალბათ, კინოფილმი შტირლიცზე, ჰოდა, სიმღერა იქიდან იყო აღებული. ნეტავ რა შუაშია?!

 

 

 

ვენესუელელმა ანტონიო პარდომ მისთვის განკუთვნილი 15 წამი კარგად გამოიყენა და ცეცხლოვანი ცეკვით მაინც დაამახსოვრა ოლიმპიადას თავი. აბა თხილამურებთან მაინც და მაინც ვერ არის და რა ექნა?

 

 

 

 

 

ყველაზე მაღლა სლოვაკეთის დროშა ფრიალებდა. იცით რატომ? მედროშე ზდენეკ ჰარას სიმაღლე 206 სმ-ია და იმიტომ.

 

 

 

 

ტაივანში ეტყობა კანონი კრძალავს მოდის დიზაინერის პროფესიას. ამათი ჩაცმულობის შემხედვარეს სხვა აზრი არ მომივიდა.

 

 

 

 

ფრანგებს მოდასთან და დიზაინთან ყველაფერი რიგზე აქვთ, ეგ არის ამ ჯერზე მაინც და მაინც „დალტონიკს“ მიანდეს გუნდის შემოსვა. ასეთი ფერები ბუნებაში არ არსებობს, სად მოძებნა იმ დალოცვილმა?!

 

 

 

სამაგიეროდ, გერმანელთა ჩაცმულობაში იმდენი ფერია გამოყენებული, ცისარტყელასაც კი თვალს აუჭრელებს.

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016