reportiori.ge - სისხლის ჯგუფის მიხედვით ადამიანის ხასიათის დადგენაა შესაძლებელი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:53
სხვადასხვა
სისხლის ჯგუფის მიხედვით ადამიანის ხასიათის დადგენაა შესაძლებელი
ავტორი:
08 თებერვალი, 2014. 14:29

მეცნიერების აზრით, ადამიანის სისხლის ჯგუფზე მისი ტემპერამენტი, ჯანმრთელობა და ხასიათია დამოკიდებული.


პირველი სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანი ენერგიული, კომუნიკაბელური და ძლიერი ნებისყოფის მქონეა. მას ლიდერის თვისებები გააჩნია  და ხშირად ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობს. ის დაღლილობას ვერ გრძნობს და ხშირად, მცირე დროში სხვებზე მეტ სამუშაოს ასრულებს. 


ისინი საშუალოდ სამოცდათხუთმეტ წლამდე ცოცხლობენ. მეცნიერების აზრით, სიცოცხლის ასეთი ხანგრძლივი მაჩვენებელის მიზეზი ჯანსაღი ფსიქიკია, თუმცა, ჯანმრთელობა მასაც ახსენებს თავს. ის შეიძლება გასტრიტმა შეაწუხოს. მას არ ვნებს ალკოჰოლი. რაციონი ქათმისა და საქონლის ხორცით უნდა გაამდიდროს. 


მეორე სისხლის ჯგუფის მფლობელი გამჭრიახი და დაკვირვებულია. ის შრომისუნარიანობას რთულ სიტუაციაშიც კი ინარჩუნებს. კეთილსინდისიერი და მონდომებულია, ასევე  ინტელიგენტი. კარიერულ წარმატებას მხოლოდ საკუთარი შრომით აღწევს. ის ერთგული მეგობარი, ნათესავი და სასიყვარულო პარტნიორია.


აი, მისი ჯანმრთელობა კი მოიკოჭლებს. ათეროსკლეროზი, ინფარქტი, დიაბეტი, შარდკენჭოვანი დაავადებები ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომლებისგანაც თავი უნდა დაიზღვიოს. მეორე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები სპირტიან სასმელებს რთულად იტანს.


მესამე სისხლის ჯგუფის მფლობელი მგრძნობიარე, ნიჭიერი, ერთგული მეგობარი და კოლეგაა. მუშაობისას მომთხოვნია როგორც საკუთარი, ისე გარშემო მყოფების მიმართ. გარეგანი სიმშვიდისა და აუღელვებლობის მიღმა შინაგანად მგრძნობიარე და სათითუთი პიროვნება იმალება. როცა საქმე სიყვარულს ეხება, ვნებიანი და თავშეუკავებელი ხდება. ამ ჯგუფის მქონე ქალი მამაკაცზე ეჭვიანი, დამოუკიდებელი და თავქარიანია. მესამე სისხლის ჯგუფის მფლობელი პირველისაზე ჯანმრთელია. მან რაციონი ცხვრისა და კურდღლის ხორცით უნდა გაამდიდროს. 

მეოთხე სისხლის ჯგუფის მფლობელში თითქოს ორი ადამიანი ცხოვრობს. ის მუდმივად ორჭოფობს. თუმცა, მაქსიმალურად ცდილობს სხვების თვალში თავდაჯერებული გამოჩნდეს. სიყვარულში, მეგობრობასა და ოჯახში შეუცვლელია. ის იდეალური პარტნიორია. ის მეგობრების, ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანის მიმართ განსაკუთრებულიუ მზრუნველობით გამოირჩევა.


ზოგადად, მეოთხე სისხლის ჯგუფზე ნაკლები ინფორმაცია არსებობს, რადგან ამ ჯგუფის სისხლი ადამიანებს იშვიათად აქვთ. შესაბამისად, მეცნიერებმა მათი სრულყოფილად გამოკვლევა ჯერ ვერ მოახერხეს. 


(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016